8

351 49 17
                                    


პირველად, როდესაც ჯიმინმა იუნგისთან შეხვედრა დაიწყო, ისიც ღებულობდა ანტიდეპრესანტებს. უფრო სწორად ასრულებდა კურსს. გამოდის რომ ჯონგუკს დეპრესია აქვს? პაკს შერცხვა. იმიტომ რომ ამის შესახებ მას არასდროს არ უფიქრია. ჯონი იმდენად ხალისიანი, პოზიტიური და სულელი ჩანდა, რომ მის დეპრესიაში ეჭვიც არ შეგეპარებოდათ. ჯიმინმა იცის, რომ როდესაც ადამიანები დეპრესიაში არიან, ისინი  გამუდმებით ტირიან ბალიშზე, მაგრამ როგორ მოახერხა ჯონგუკმა ამის დამალვა? მინი იწყებს უმცროსის ქცევის ანალიზს, ეძებს მინიშნებებს. იყო კი რაიმე ისეთი, რასაც ის მნიშვნელობას არ ანიჭებდა. ჯონგუკმა თქვა, რომ მას ხანდახან უძილობა აწუხებდა, რომ ცოტა ხნის წინ წონაში დაიკლო, რომ ,,უფერო სამყარო" მისთვის რთულია, რომ მას ქონდა ხოლმე დიდი პაუზები შემოქმედებითობაში, რაც მის მკითხველს და თავად მას ძალიან აღელვებდა. 

ჯიმინი ივიწყებს ნატკენ თითს, მისაღებში გადის და ჯონგუკს ელოდება, თან არ წყვეტს მიღებული ინფორმაციის ანალიზს. ეს ყუთი ზუსტად მისია, ვარგისიანობის ვადა ჯერ არ გასვლია. ასეთ წამლებს ასე უბრალოდ არ ყიდულობენ. რამდენჯერმე გუკმა თქვა, რომ მას ექიმთან ვიზიტი ჭირდება და ეს წამლებს უკავშირდებოდა? მინს ფიქრისგან თაბრუ ეხვევა.

ჯონგუკი, მხოლოდ ორი საათის შემდეგ გამოდის. ამ დროის განმავლობაში, ჯიმინმა იმდენად დაისტრესა თავი, რომ პირდაპირ აცხადებს:

- დეპრესია გაქვს?

ჯონი მაშინვე ბნელდება, მისი მზერა ნაცნობ სახეს იღებს, იყინება.

- შენ იცი, რომ ეს მიუღებელია, სხვისი პირადი სააფთიაქო ჩანთის ქექვა.

- მე გადასაკრავს ვეძებდი. მაშ მართლა დეპრესია გაქვს? რამდენი ხანია მკურნალობ?

- მე არ მაქვს დეპრესია. - მკაცრად ამბობს გუკი და ხელებს მკერდზე იჯვარედინებს.

- ანტიდეპრესანტებს სილამაზისთვის იღებ?

- ჯიმინ მოეშვი სხვის საქმეში ჩარევას.

ამოიღე წარუმატებელი ფურცელიWhere stories live. Discover now