1

896 59 13
                                    



ჯიმინის ყველაზე დიდი ნათელი მოგონება ბავშვობაში - ეს ჭარბწონიანი, განცალკევებით მყოფი ბებიაა, შალის ქვედაბოლოთი, რომელიც იჯდა სარწეველა სკამზე, თავისი სახლის ვერანდაზე და მონოტორული ხმით იმეორებდა ოჯახის წმინდა მანტრას: ,,არასდროს შენი ტანჯვა იმაზე მეტი არ იქნება, რამდენის გაძლების ძალაც არ გექნება". მას ბებია ახსოვს, როგორც უცნაური, დამღლელი და რეალურ სამყაროს მოწყვეტილი. დედას არ უყვარდა მასთან ჩასვლა სოფელში და ამისთვის ყოველთვის ეძებდა მიზეზს. არც მამას უყვარდა დიდად სიდედრი. პერიოდულად ის იხსენებდა მასთან დაკავშირებულ უსიამოვნო სიტუაციებს, თუმცა პირადად ბებიასთან არასდროს განიხილავდა ამას. შეიძლება, მშობლების ზუსტად ასეთი დამოკიდებულების გამო, ბებიას მიმართ, ჯიმინის არასოდეს შეეძლო მისი შეყვარება. მაგრამ თვითონ მასაც არ სურდა დიდად საყვარელი შვილიშვილის ნახვა. ერთხელ, როდესაც ის მივიდა ბებიასთან, მშობლებთან ერთად, მან შეწუხებული მზერით შეხედა და გამომშრალი ტუჩებით მოკლედ ჩაიჩურჩულა: ,,საერთოდ არ გავს მას". ალბათ შვილიშვილის სახეზე ის ეძებდა მისი გარდაცვლილი შვილის მსგავს ნიშნებს, რომელიც დიდი ხნის მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მასთან საუბარი ყოველთვის დუმილისთვის იყო განწირული და აშკარა იყო რომ ამ ცხოვრებაში არაფერი არ აინტერესებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯიმინი ბებიასთან კონტაქტს ვერ ამყარებდა, მის მეხსიერებაში წარუშლელი მელნით იყო აღბეჭდილი. ჯიმინმა დაიწყო ნერვიულობა, რომ ერთ დღეს დადგებოდა დღე, როდესაც ის ისევე დაბერდებოდა, ყველას შეიძულებდა და არავის ეყავარებოდა და ყველაფერი რაც მას დარჩებოდა იქნებოდა -  რწევა სკამით აქეთ-იქით, აქეთ-იქით, აქეთ-იქით. თან თვალყურს მიადევნებდა თავისი ძვირფასი ცხოვრების დასასრულს. მანამ, სანამ გული გაუჩერდებოდა, არ დაიხუჭებოდა თვალები, არ დასრულდებოდა სუნთქვა. ბებია ოჯახის გარემოცვაში მოკვდა, მაგრამ ყველა ჩურჩულით ამბობდა: ,,ყველაფერი მორჩა?".

ამოიღე წარუმატებელი ფურცელიWhere stories live. Discover now