ჯიმინი დილით შესანიშნავ ხასიათზე დგება: კიდევ ორი საათი აქვს ჟურნალ ,,მირაჟში" გასაუბრებამდე. ნამჯუნი გამამხნევებელ შეტყობინებას წერს, დედა კი დიდი ინტერესით ინტერესდება, მართალია თუ არა რომ მან, როგორც იქნა, საბოლოოდ გაწყვიტა ურთიერთობა იუნგისთან. პაკი კითხულობს დედის სმს, მაგრამ არ სურს პასუხის გაცემა, ისიც კი არ აინტერესებს საიდან მივიდა მასთან ეს ინფორმაცია. ერთი რამ კი ცხადია, ის უსაზღვროდ ბედნიერია. შეიძლება მან დღესასწაულიც კი მოაწყოს ამ შესანიშნავი ინფორმაციის გამო. დღემდე თვლის, რომ ჯიმინი გეი არ არის, არამედ ის სასტიკი და ეშმაკი იუნგის მაცდუნებელი ოინების მსხვერპლია, რომელმაც მოტყუებით მოიპარა მისი გული. ჯიმინი უკვე დაიღალა მშობლებისთვის იმის ახსნით, რომ ჯერ კიდევ ბავშობიდან იყო დაინტერესებული ბიჭებით. დაე იფიქრონ ის რაც უნდათ და დახარჯონ ამაზე დრო. ისინი ცხოვრების სტანდარტებიდან გამომდინარე, ყოველთვის იმედგაცრუებულები აღმოჩნდებიან. რატომ უნდა შეცვალოს რაიმე?
პაკი იცმევს თავის ძველ შავ კოსტუმს. სარკეში, მისი აზრით, სასაცილოდ გამოიყურება. გაცილებით მახინჯად და არაელეგანტურად, ვიდრე არის. ჯიმინს ამას ასევე აწუყებს სიშავეები თვალების გარშემო და ლოყები. საერთოდ როდის გაჩნდნენ ისინი? თმებიც აწუხებს, ცდილობს მათ გადაწევას, არ ღირდა მათი შეღებვა. ზოგადად მისი შესახედაობა ძალიან შორსაა პრეზენტაბელურობისგან. ის ისევ სკოლის მოსწავლეს გავს, რომელმაც პირველად ჩაიცვა ფორმა საძულველ სკოლაში წასასვლელად. პაკი სარკის წინ დგას და აღშფოთებულია, ტანჯავს ჰალსტუხს, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოდის კავშირზე. სამსახურში მას არ უწევდა მსგავს რამეებზე ზრუნვა, ამიტომ დაავიწყდა თუ როგორ კეთდება ეს.
ჯიმინი ძალან მოწყენილი და დაღონებული გამოდის ოთახიდან. როგორ ჩანს გასაუბრება ჩაიშალა და ყველაფერი მთელს მსოფლიოში. დაწოლა უდა, რომ არასდროს არ ადგეს, მაგრამ ვინ გამომიმუშავებს ფულს? ვინ ააშენებს კარიერას? ჯიმინი უეცრად იცინის. როგორც ჩანს ეს ნამდვილი წარუმატებლობაა. რატომ წუხს კარიერაზე? ჯიმინი სწრაფად მიდის კიბეებზე, არ ელოდება ლიფტს, ხელები ჯიბეებში აქვს ჩაწყობილი და ფიქრობს იმაზე თუ რა უსამართლობაა ცხოვრება. არ არის იმ თქმა ადვილი, რომ ყველაფერში დამანაშავე თავად არის, როდესაც ისე გამოსცა ჟურნალი, რომ დირექტორთან არც კი შეათანხმა, გადაწყვიტა, რომ ამის უფლება ქონდა, მან თავად დაწერა საცოდავი სტატია, რომელიც გადამოწმების გარეშე გააგზავნა დასაბეჭდად და მან თავად ჩააგდო ჟურნალი სასაცილო მდგომარეობაში. ასეთი შემთხვევების უამრავი მაგალითი ქონდა ჯიმინს, მაგრამ ყოველთვის თვლიდა, რომ თითოეული მათგანი მნიშვნელოვანი იყო კარიერული ზრდისთვის, რომ ყოველი შეცდომის შემდეგ ის უფრო ჭკვიანი და კვალიფიცირებული ხდებოდა. თუმცა კოლეგების თვალში ის უფრო სულელი, უღიმღამო და არაპროფესიონალი ჩანდა.
YOU ARE READING
ამოიღე წარუმატებელი ფურცელი
Fanfictionამ ცხოვრებაში ჯიმინს უყვარდა თავისი სამსახური - ჟურნალისტობა, თავისი შეყვარებული იუნგი და ნუში. მოულოდნელად მას ალერგია ეწყება ნუშზე, სამსახურიდან ათავისუფლებენ და იუნგის უყვარდება თეჰინი. მაკრამ კიდევ უფრო უარესი რამ ხდება: კიბეებზე ფეხი უცდება და...
