4

410 55 35
                                        


სანამ ჯიმინი თვალებს ახელს, უკვე გააზრებული აქვს რის წინაშეც მოუწევს დგომა. მეხსიერება მალევე უბრუნდება, რაც საერთოდ არ ახარებს.  არ სურს მეზობელ - მხსელთან შეხვედრა, მაგრამ მუდმივად საწსოლში ყოფნაც არ გამოვა, ამიტომ თვალებს ახელს და დგება, შემდეგი რთული გამოცდისთვის ემზადება.

როგორც ჩანს, უცნობმა მთლიანად დაუთმო თავისი საძინებელი ჯიმინს, სადაც დგას დიდი ორადგილიანი საწოლი, გარდერობი, სარკე ტრილიაჟით და ორი პატარა ტუმბო. სანამ დრო აქვს, მეზობლის ბუნაგს კარგად ათვალიერებს და პირველი რაც მის ყურადღებას იპყრობს არის სისუფთავე. ყველაფერი გაწმენდილია, თაროები დალაგებულია. ისე არ არის, რომ ჯიმინს არ უყვარს დალაგება, ამისთვის უბრალოდ მას დრო არ აქვს, ამიტომ მის სახლში მუდმივად არეულობაა, აქ კი მტვერიც კი არ არის.

ჯიმინი პატარა ტუმბოს უახლოვდება და იქვე პოულობს, ჯერ კიდევ გუშინ მისთვის მიცემულ სპორტულ მაისურს და შარვალს, იცმევს მათ და ოთახიდან გამოდის, პირდაპირ მისაღებში შედის. აქაც ყველაფერი ისევ ისე სუფთადაა, კომფორტულადაც კი. დიდი განათება, ყვავილები ფანჯრის რაფებზე, დივანი ისე გამოიყურება თითქოს გუშინ იყიდა, ჯიმინს უფრო და უფრო მეტი პატივისცემა უჩნდება მეზობლის მიმართ, უფრო სწორად მისი გემოვნების მიმართ. პაკის ყურადღებას, კედელთან მდგარი, უზარმაზარი წიგნების თარო იპყრობს, მაგრამ სანამ აღრფრთოვანება შეიპყრობს მზერას აპყრობს სათაურებს, ეს ხომ მანგაა, ასობით და ათასობით ტომი მოზარდებისთვის.

- უკვე ადექი? - ისმის უცებ ძალიან ახლოდან.

პაკი სწრაფად ბრუნდება და ამჩნევს მეზობელს, რომელიც გამოდის ოთახიდან, სადაც ჯიმინი ჯერ არ ყოფილა.

- დიახ. - უხერულად პასუხობს პაკი და თვალს არიდებს უცნობს. - შეგიძლია მითხრა რა გქვია? - ჯიმინს უნდა განმუხტოს ეს უხერხულობა მათ შორის, გაარკვიოს თავისი მხსნელის სახელი, რათა სათანადო მადლობა გადაუხადოს. თანაც მან უკვე ორჯერ გადაარჩინა და მგონი დაიმსახურა კიდეც ეს.

ამოიღე წარუმატებელი ფურცელიWhere stories live. Discover now