დ ა ს ა ს რ უ ლ ი

443 51 30
                                    

საავადმყოფოში, ჯიმინს ცრემლებისგან აწითლებული და ტირილისგან შეშუპებული დედა ხვდება, რომელიც ძვლივს ახერხებს ორ სიწყვიანი წინადადების წარმოთქმას. ის ძალიან დაღლილია, დატანჯული, ამიტომ ჯიმინი მას სასწრაფოდ ტაქსით აგზავნის სახლში და სთხოვს არ ინერვიულოს, თავად კი მთავარ ექიმთან მიდის, რომელიც სამედიცინო ტერმინებით ესაუბრება და აცნობებს ხვალინდელ სასწრაფო ოპერაციაზე. მინმა არ იცის რაზე რა რეაგირება მოახდინოს. საერთოდ, როგორ იქცევიან ასეთ სიტუაციებში? ექიმს პალატის ნომერს ეუბნება. ჯიმინმა იცის რომ აუცილებლად უნდა წავიდეს, უთხარს რომ აქ არის, ახლოს, მის გვერდით, მაგრამ არ შეუძია.

თავში ფიქრების და აზრების ტორნადო აქვს. პაკს უკვე აღარ შუძლია ადეკვატურად მოქცევა. მას ეუბნებიან რომ შეიძლება მამა დაიღუპოს, ის კი მხოლოდ თავს აქნევს და ამბობს, რომ გაიგო. ,,გონზე მოდი" - სთხოვს საკუთარ თავს მინი, მაგრამ არ გამოსდის.

ის გამოდის უკანა გასასვლელით, პოულობს ავტომატის ყავას, იღებს ერთ ქილას და იქვე ჯდება სკამზე და ცდილობს გონზე მოვიდეს. მაგრამ თავბრუ ეხვევა, არაფერზე ფიქრი აღარ შეუძლია, ჯიმინმა შესანიშნავად იცის თუ რა უნდა გააკეთოს, მაგრამ ამისთვის საჭიროა ადგეს. და როგორ უნდა ქნას ეს? სხეული არ უსმენს, მხოლოდ ხელები უკანკალებს და ფილტვები ტკივილისგან ეკუმშება.

მამა ხშირად ახსენებდა გულის პრობლემებს, ჯიმინს ახსოვს. და ის ყოველთვის ამბობდა, რომ პაკი მას საფლავამდე მიიყვანდა თავისი გამოხტომებით. ,,ეს შენი ბრალი არ არის" - ჯიმინი ცდილობდა საკუთარი თავის აზრზე მოყვანას, მაგრამ არ გამოსდიოდა, რადგან ჯონგუკმა მიატოვა, იმიტომ რომ იუნგიმ მიატოვა, იმიტომ რომ მამა უკვდება.

ჯიმინი ყავის ქილას მიწაზე დებს და თავს ხელებში რგავს.

ყველაფერი ესე როგორ გააფუჭა...

ეს არასდროს არდასრულდება. ეს შავი ზოლი სამუდამოდ გაყვება. ვერასოდეს ვერ იპოვის სამსახურს, ვერასოდეს იქნება ბედნიერი ურთიერთობაში, არასოდეს არ იქნება მიღებული ოჯახში. ყველაფერი ყოველთვის იქნება ცუდათ. და ამას არ ექნება დასასრული. მთელი ცხოვრება იქნება ბრძოლა სირთულეებთან, რომელიც ყოველთვის გამოიწვევს დანაკარგს. ასე რატომ ხდება? რატომ ცდილობს რაიმეს შეცვლას? უბრალოდ უნდა ადგეს და ჯანდაბაში გაუშვას სამყარო, უბრალოდ ადგეს და....

ამოიღე წარუმატებელი ფურცელიWhere stories live. Discover now