10. - უძილო ღამეები

550 72 12
                                    

ჯონგუკის ოთახშიც კი აღწევს ვახშმის სასიამოვნო სურნელი, მუცელი შესაბამის ხმებს გამოსცემს. ხვდება რომ უკვე გასვლის დროა. ასე საწოლზე ჯდომა, სარკეში ყურება და უზროდ ღიმილი არაფერს უშველის. ახლა თეჰიონთან მეტი დრო უნდა გაატაროს, რომ უკეთ გაიცნოს, დაუახლოვდეს, რეალურად გაერკვეს ყველაფერში. ფეხშიშველი დგება და თავისი რამდენიმე ზომით დიდი ტანსაცმლის ამარა გადის გარეთ, ყბა იატაკზე უვარდება, როდესაც მის წინ სრულიად სხვა არსებას ხედავს. თვალებს ვერ უჯერებს, ნუთუ ის თეჰიონია?

- ოჰ, კარგია რომ გამოხვედი. ახლა შენთან მოვდიოდი,- სუსტი ღიმილით ამბობს და ჯონგუკს უახლოვდება.- წამოდი, მალე, ხომ გშია?

- ხ-ხო,... კი,- რა უპასუხოს ვერ ხვდება, თეჰიონი წინ მიდის, ჯონგუკი კი კიდევ ერთხელ ათვალიერებს თავიდან, კლასიკური შარვლის ნაცვლად მოტკეცილი ჯინსებიდან მომზირალ გრძელ, ლამაზ ფეხებს.

- ჯოჯოხეთში მოხვდები, ჯონგუკ,- ლუღლუღებს და უკან მიჰყვება. კიბეებზე სწრაფად ჩარბის და მაგიდას უჯდება, თეჰიონის პირდაპირ. ჰე ჯინი ბოლოჯერ შედის სამზარეულოში და რაღაც უცნაური საჭმლით სავსე თეფშები გამოაქვს.

- მაპატიეთ რომ კორეული საკვების შემოთავაზება არ შემიძლია, მაგრამ ვეცადე ისეთი მომემზადებინა, რომლებსაც მსგავსი გემო აქვს,- თავადაც იკავებს ადგილს და ჭამას იწყებს. ორივე დუმს, ასე გემრიელად ჯერ არ უვახშმიათ, საკვები საოცრებაა. თეჰიონი ცდილობს ნორმალურად დაღეჭოს, რომ
არ გადასცდეს და თავი არ შეირცხვინოს. ახლა ხვდება, რომ აქამდე ნაჭამი, თითქმის არაფერი ყოფილა, ამასთან შედარებით საერთოდ არაფერი.- აბა, ბიჭებო, აქ რამ ჩამოგიყვანათ?

- როგორც ყოველთვის, დედამ ისევ პრობლემები შემიქმნა. ამჯერად ზედმეტად სერიოზული, ამიტომ გადავწყვიტე წამოსვლა.- ატრიალებს თვალებს ჯონგუკი. მადა წამში უქრება, სკამზე საზურგეს ეყრდნობა, ჯერ თეჰიონს უყურებს, შემდეგ კი დეიდამის.

𝓝𝓪𝓿𝓲𝓵𝓮𝓻𝓪Where stories live. Discover now