15. - ტკბილი ფუნთუშა

567 62 11
                                    

ხანდახან წვრილმანიც კი საჭიროა დიდი ბედნიერებისთვის, მაგალითად, თეჰიონისთვის ჯონგუკის ღილილი.

- ასე რატომ მიყურებ,- მის მკერდს აკრული წევს. ქვემოდან ახედა საყვარელი თვალებით თეჰიონმა. ჯონგუკს კიდევ უფრო გაეღიმა და ცხვირის წვერზე აკოცა.

- ისე, უბრალოდ,- მხრებს იჩეჩს და წელზე ეფერება. მეორე ხელით ხანდახან კიმის თმებს ეთამაშება.

- შენ ყოველთვის ეგრე ამბობ,- ბუზღუნებს კიმი და თავს მის მკერდზე ასვენებს. დილით ჩოგბურთი ითამაშეს, თავიდან ისე კარგად დაიწყეს, ბოლოს თავადაც არ იციან რა დაემართათ. ყველფერი დიდ უხეშობაში გადაიზარდა, ლამის ერთმანეთიც კი სცემეს ჩოგნებით, საბოლოოდ კი თეჰიონმა დაასრულა იმით, რომ კედელზე აყუდებული ჯონგუკის ტუჩებს მონდომებით აგემოვნებდა.

უმცროსი გაუწყრა კიდეც. მუდმივად ასე ხდებოდა, თამაში ვნებიანი კოცნით სრულდება და გამარჯვებულიც თეჰიონი რჩება, არა მხოლოდ თამაშში. უბრალოდ ხანდახან არის მომენტები, როდესაც ჯონგუკი იგებს, თეჰიონს კი ამის გაგონებაც არ უნდა, მომთხოვნ კოცნაში ჩაითრევს და ჯონსაც ავიწყდება ის, თუ საერთოდ რას აკეთებდნენ სათამაშო მოედანზე.

- გეძინება,- ლუღლუღებს ჯონგუკი ხმადაბლა. თეჰიონს უყურებს, რომელიც მონდომებით ცდილობს თვალები გაეხილა და ტელევიზორისთვის ეცქირა.

- დაეძინა?- კითხულობს ათი წუთის შემდეგ სამუშაოდან დაბრუნებული ჰე ჯინი.

- ხო,- ღიმილით პასუხობს, მაგრამ
ხმადაბლა.

- ძალიან საყვარლები ხართ, უზომოდ ბედნიერი ვარ თქვენს გამო,- მხიარულად იძახის ქალი, ჯონგუკის ლოყებს ეთამაშება და უკოცნის კოდეც.

- მადლობა, დეიდა,- ჯონი შეკრული წარბებით უყურებს, ქვედა ტუჩს აგდებს და ხელებს მისკენ იშვერს. არ უნდა თეჰიონი გააღვიძოს, ამიტომაც ჰე ჯინი იხრება მისკენ და ძლიერად ეხუტება.- თეჰიონმა კარგი ჩახუტება იცის, მაგრამ მე შენთან მინდოდა.

𝓝𝓪𝓿𝓲𝓵𝓮𝓻𝓪Where stories live. Discover now