19. - მტკივნეული კოცნა

515 69 55
                                    

მოთმინება ისეთი უნარია, რომელიც მაშინ ამოიწურება, როდესაც ყველაზე ძალიან არის საჭირო.

თეჰიონს ალბათ ძალიან დიდი მოთმინების უნარი აქვს, რომ ჯონგუკის გარეშე უკვე მეორე კვირაა არის.

ჯონგუკის სურნელი არ უგრძვნია უკვე ორ კვირაზე მეტია, არ უთქვამს როგორ უყვარს, როგორ ენატრება, როგორ შეისისხლხორცა.

არ უგრძვნია მისი ტუჩები თავისაზე, არ შეხებია მის რბილ კანს, ისევ უნდა იგრძნოს ის დიდი მკლავები მხრებზე, წელზე, ყველგან. ისევ უნდა მთელი ტანით მიეკრას ჯონგუკს.

სულელი, ახლა მიხვდა როგორ დააშავა, ახლა მიხვდა რა დადო სასწორზე, რის სანაცვლოდ.

- ჯიმინ, სულელი ვარ, არა?- ეკითხება და საბუთებს გვერდით დებს, შავ კალამს ათამაშებს ხელებში და პაკს უყურებს, რომელმაც თავი უეცრად ამოსწია ტაბლეტიდან.

- რა?- იკითხა დაბნეულმა,- რას გულისხმობ?

- ორი კვირა გავიდა, რაც აქ ვარ,- თავს ხრის, მგონი დროა უთხრას, უკვე ძალიან დაიღალა ამ ტვირთის მარტო ტარებით, ისიც არ იცის, რა უნდა გააკეთოს,- ორი კვირა, არც ისე დიდი დროა.

- გააჩნია რისთვის.

- ჯიმინ, შეყვარებული ვარ. მიყვარს, თავიდან ბოლომდე მასზე ვარ შეყვარებული,- კალამს ძლიერად ახეთქებს მაგიდაზე და პაკიც წამიერად შიშისგან ხტება.

- შენ...- უწყდება სიტყვა და გადიდებული თვალებით აკვირდება მეგობარს,- საფრანგეთში შეგიყვარდა?

- სეულში,- აზუსტებს თეჰიონი,- აქ გავიცანი, მატარებელში, ერთად ვიმგზავრეთ, მასთან ერთად წავედი პარიზში, მასთან ვცხოვრობდი.

- და დაგაშორეს...

- მან სიმართლე მითხრა, მე კი ისიც ვერ შევძელი, რომ ჩემი სისუსტის შესახებ გამემხილა, ტყუილში ვაცხოვრე,- თმებში ხელს იცურებს და თავს მაგიდაზე დებს.

- ის... მან არ იცის, არა?

- არაფერი იცის, ეს რატომ მოხდა საერთოდ აზრზე არ არის,- ოხრავს კიმი,- დარწმუნებული ვარ გაიგო უკვე ჩემს შესახებ და ვძულვარ, მაგრამ ეს ყველაფერი სიმართლე არ არის და მან ეს არ იცის.

𝓝𝓪𝓿𝓲𝓵𝓮𝓻𝓪Where stories live. Discover now