17. - ჩვენ ამას შევძლებთ

469 66 13
                                    

გძულს ის ფაქტი, რომ არსებობს. რომ შენს ირგვლივ ის ხალხი ტრიალებს, რომლის დანახვაც საერთოდ არ გინდა, მაგრამ შენ ისევ უძლური ხარ, როგორც ყოველთვის.

თეჰიონი მუშტებს ძლიერ კრავს, გაღიზინებული შესცქერის თანამშრომელს, დილიდან რომ გაუჩერებლივ ლაპარაკობს იმ თემაზე, რომელიც მას საერთოდ არ აინტერესებს.

- გაეთრიე,- ცრის კბილებში და გოგოც ჩერდება. ჯიმინი წამში ერკვევა და დივნიდან იწევა, აქამდე ჩუმად მჯდარი, ტაბლეტში რაღაც ინფორმაციას კითხულობდა და გოგოს საერთოდ არ უსმენდა.

- რა?- კითხულობს დაბნეული და მზერას ჯერ ჯიმინს უსწორებს, შემდეგ კვლავ თეჰიონს.

- გითხარი გაეთრიე - მეთქი,- ამჯერად ტონს უწევს და გოგოც სწრაფად გადის კაბინეტიდან. ჯიმინი ოხრავს, ტაბლეტს დივნის სახელურზე დებს და თავად ფეხზე დგება, შემდეგ კი თეჰიონისკენ მიიწევს.

- კარგად ხარ?- ეკითხება და მხარზე ხელს ადებს თავჩაღუნულ მეგობარს.

- არა,- ჩურჩულებს და შუბლს ისრესს. იდაყვებს მაგიდას აყრდნობს და ჰაერს ღრმად ისუნთქავს,- არ ვარ კარგად, არაფერია კარგად, საშინლად ვარ.

ხმა უტყდება, ჯიმინი გრძნობს მის ტკივილს. უკვე კვირაზე მეტია თეჰიონი ასეთ მდგომარეობაშია, ზომბს დაემსგავსა. თანამშრომლებთან ისე იქცევა, როგორც ტირანი. მშობლებს ხმას არ სცემს, მხოლოდ ჯიმინს ესაუბრება, და ისიც რამდენიმე სიტყვით. ბატონ კიმს ეგონა რომ თუ კვლავ დაასაქმებდა, თეჰიონისგან რამე გამოვიდოდა, მაგრამ კაცი ლამის ჭკუიდან გადავიდეს. თავისი შვილის მსგავსი ცვლილება არასდროს უნახავს, თეჰიონი კი ისეთი გახდა, თითქოს წამში გაიზარდა, ჩამოყალიბდა და იქცა იმ ადამიანად, ვინც საერთოდ არ შეეფერება თავისივე ხასიათს.

- ვხვდები, რომ მხოლოდ საფრანგეთის დატოვება არ არის მიზეზი,- ამბობს ხმადაბლა ჯიმინი,- კიდევ რამე მოხდა?

𝓝𝓪𝓿𝓲𝓵𝓮𝓻𝓪Where stories live. Discover now