16. - შენი ტკივილი, ჩემი ტკივილია

509 67 25
                                    

თეჰიონი წარბებშეკრული შესცქერის ქვემოდან სტუმარს, ჯონგუკს ჯერ კიდევ ვერ გაეგო რა ხდება.

- ლუკას?- კითხულობს ჰე ჯინი და ფეხზე დგება.

- არა, არ გინდათ, უბრალოდ ისე მოვედი, მიხარია თქვენი ნახვა,- ქალს სუსტად უღიმის, შემდეგ კი ისე სცილდება, ბიჭებს ერთი სიტყვის თქმას არ აცდის.

- რა იყო ეს?- ჩურჩულებს ჯონგუკი.

- მე რა ვიცი, ცოტა ვერ არის ეგ,- მხრებს იჩეჩს თეჰიონი და ჭამას აგრძელებს.

საღამო მშვენივრად გრძელდება და სრულდება კიდეც, ჰე ჯინისთვის დაუვიწყარი საღამო შექმნეს. რამდენიმე საათში ჯონგუკი წელსზემოთ შიშველი თეჰიონის საწოლში გორაობს, ბიჭის ბალიშს ძლიერად ეხვევა და თვალებს სიამოვნებისგან ნაბავს.

- ასე აპირებ ძილს?- კითხულობს აბაზანიდან გამოსული თეჰიონი.

- რამე პრობლემაა?- ტუჩის კუთხეს ტეხს ჯონგუკი და ბალიშიდან თავს ყოფს.

- არავითარი,- ამბობს და წარბებს ჭმუხნის, თან თავადაც იხდის და დასაწოლად ემზადება.

- დარწმუნებული ხარ?- ჯონგუკი ხედავს მთვარის შუქზე როგორ ვარდება თეჰიონის პერანგი სავარძელზე.

- სრულებით,- ესმის კიმის ბოხი ხმა, ახლა უფრო ახლოდან. ჯონგუკი თვალებს აცეცებს, ბალიშს ხელს არ უშვებს, ცდილობს თეჰიონი იპოვოს, მაგრამ ოთახში ბნელა. ან თავად კიმი იმალება.

- კარგია.

- კარგია?- ტუჩებს ენით ისველებს და ცივ ხელებს ჯონგუკის წელზე აცურებს, ბიჭი ხტება.

- კ-კი,- ამბობს ხმადაბლა, გრძნობს მეორე ხელიც როგორ ეხება. თეჰიონი მისკენ იზიდავს და მონატრებულ ტუჩებს აცხრება. თითებს გრძელ თმებში უცურებს და ოდნავ ქაჩავს.- ვერ გიტან. ამჯერად აღარ დაგითმობ.

ხელის კვრით იშორებს და საწოლზე აგდებს, თავად ექცევა მის ზემოდან. ერთ მუხლს ფეხებს შორის დგამს, მეორეს კი მის გარეთ. ცალი ხელით პატარა პრესზე ეხება, კანს უჭერს, შემდეგ კი ოდნავ უფრო დაბლა აცურებს.

𝓝𝓪𝓿𝓲𝓵𝓮𝓻𝓪Where stories live. Discover now