14. - მასხარა ხარ

532 68 4
                                    

სამი დღის შემდეგ ურთიერთობა მშვენივრად მიდის. კოცნა, ღიმილი, მოფერება, საკვების გაცვლა, ერთად ძილი,( იშვიათად, მაგრამ მაინც). თეჰიონი გრძნობს როგორ დამოკიდებული ხდება ჯონგუკზე, მოსწონს მასთან ერთად ყოფნა და არ სურს მარტო, თავს ცარიელად გრძნობს, იძულებული ხდება წარსულზე იფიქროს, რაც არ უნდა.

ჯიმინისგან შეტყობინება აღარ მიუღია მას შემდეგ, რაც თეჰიონმა ახალი ინფორმაციის შეტყობინება სთხოვა საჭირო შემთხვევაში. თეჰიონი ვერც კორეაზე იგებს რამე ახალს, თითქოს ეგ ქვეყანა მიწამ ჩაყლაპა, დიდად დაინტერესებულიც არ არის, ამიტომ დუმს.

ჯონგუკსაც ვერ უმხელს ვერაფერს, არა იმიტომ, რომ არ უნდა. უნდა, მაგრამ არსებობს სიამაყე, რაც საკუთარი თავის დამცირებისგან გადარჩენას გულისხმობს. თეჰიონს ნამდვილად არ სურს ვიღაცის თვალში სულელი და სუსტი გამოჩნდეს, ამიტომაც ისევ ჩუმად რჩება, ამ შემთხვევაში კი 'ვიღაცის' სიაში პირველი ადგილი ჯონგუკს უჭირავს.

- არ გეძინება?- ლუღლუღებს ჯონგუკი, რომელმაც გადაწყვიტა ეს ღამე თეჰიონთან გაეტარებინა. დაახლოებით სამი საათის წინ დაწვენენ და კიმს ჯერ ხელიდან არ გაუგდია მობილური. თავადაც არ იცის რას ელოდება, მაგრამ ჯონგუკისთვის აშკარაა, რომ ის რაღაცას უყურებს.

- ვერ ვიძინებ,- ხვანცალებს ბიჭი და ჯონს აიძულებს რამდენიმე წამით მის მკერდს მოსცილდეს.

- რატომ? ცუდად ხარ თუ?

- არა, უბრალოდ,- ბუზღუნებს ხმადაბლა და მარცხენა ხელს შლის. ჯონგუკი კომფორტულად თავსდება ზედ.- შენ რატომ არ გძინავს?

- შენ გამო ვერ ვიძინებ,- ჩურჩულებს ისიც, თეჰიონი კი ხედავს, რომ ერთი სულის შებერვა უნდა თვალების დასახუჭად და წამებში ჩაეძინება. ჯონგუკი ჯიუტია, რადგან ხმას არ იღებს ის და ბიჭი მაინც თვალებგახელილი წევს მის მარცხენა მკლავზე.

- ჯონგუკ, დაიძინე,- უწყრება უმცროსს და თითებს თმებში უცურებს, იცის რომ ასე ძალიან მოსწონს.

𝓝𝓪𝓿𝓲𝓵𝓮𝓻𝓪Where stories live. Discover now