13. - ფლეში ხარ, სულელო

589 72 30
                                    

ჯონგუკი გაოგნებული შესცქერის მეზობელს, ჯერ კიდევ ვერ გაუგია რას გულისხმობს. მისი სიტყვების გადახარშვა არ შეუძლია, რადგან თეჰიონის მიერ ნათქვამი არაფერია, გარდა წყეული გაუგებრობისა, რომელიც მისივე სიტყვების გამო დაისადგურა ჯონგუკის თავში.

- რას გულისხმობ,- ამბობს დაბნეული და მზერას არ არიდებს დარცხვენილ თეჰიონს.- თეჰიონ, ხმა ამოიღე.

ტონს ოდნავ უწევს, რადგან აღარ შეუძლია ასე ყოფნა. თეჰიონი ჰაერს ღრმად ისუნთქავს და ახლა ისევ რამე ტყუილს იტყვის, რომ თავი დაიძვრინოს, ჯობია საშინელ ადამიანად იცნობდეს, ვიდრე საცოდავად.

- ჩვენ არ შეგვიძლია გვქონდეს ოფიციალური ურთიერთობა,- ჯონგუკი ხვდება როგორ ტოვებს გული დარტყმებს.- ყოველშემთხვევაში შეგვიძლია ვცადოთ.

- გინდა თქვა, რომ...

- მინდა ვთქვა, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი არც ისე კარგადაა დალაგებული, რომ ახალი პრობლემა დავიმატო, მაგრამ მომწონხარ, თანაც ძალიან და ჯანდაბაშიც წასულა დანარჩენი პრობლემები.- სისინებს ხმადაბლა.

- საძაგელო, ახლა ჩვენს ურთიერთობას ისე მოიხსენიებ, როგორც ერთი დიდი პრობლემა?- ლამის წიკვინით ამბობს ბიჭი და მუშტს მხარზე ურტყამს.- გააფრინე?

- ჯონგუკიი,-ცდილობს ბიჭის გული მოიგოს.

- ახლა თავს გაგიტეხავ,- მუშტს ჰაერში იქნევს და თეჰიონსაც ეღიმება.- ნუ იცინი, უბრალოდ წესიერად და გარკვევით ისაუბრე, რადგან შენი ცემის სურვილი მიღვივდება.

- მე ვთქვი, რომ შეგვიძლია ვცადოთ,- ამბობს ხმადაბლა. ჯონგუკი მშვიდდება, ხელებს დაბლა უშვებს და თეჰიონს აჩერდება თვალებში.

- თავიდანვე ასე გეთქვა, რა საჭირო იყო ამდენი საუბარი?

- და ახლა რა?

- ახლა... ერთად ვართ?- წარბს წევს ჯონგუკი, თეჰიონი კი პირიქით, სახეს ოდნავ მანჭავს.

𝓝𝓪𝓿𝓲𝓵𝓮𝓻𝓪Where stories live. Discover now