12. - გრძნობა, სახელად

611 74 21
                                    

წყეული.

წყეული სამი დღე ოთახში ჩაკეტილი ატარებენ დროს, ჰე ჯინი ვერაფერს ხვდება. რეალური მიზეზი არც კი იცის რატომ აკეთებენ ასე. თეჰიონმა სულელურად მოატყუა, ვითომ ავად იყო და არ სურდა სხვისთვის გადაედო. ჯონგუკი კი მუდმივად კომპიუტერულ თამაშებს თამაშობს, მაგრამ გონებით იქ არ არის. ფეხებზე ჰკიდია თუ წააგებს, როგორი მონდომებითაც არ უნდა დაიწყოს თამაში, ბოლოს მაინც თეჰიონზე ფიქრში ასრულებს. თვალწინ უდგას ის სახე, ჯერ კიდევ გრძნობს იმ ტუჩების გემოს.

საჭმელად გამოსვლისას შიშით უვლის მეზობლის კარებს, ჰგონია წამი - წამზე გააღებს და შეეფეთება. მერე კი წასულია მისი საქმე. ღამ - ღამობით აივანზე გადის და ხანდახან უყურებს ხოლმე მძინარეს, ისევე როგორც თეჰიონი. ჯერ კიდევ ვერ ხვდება რა იყო ეს, მაგრამ ის იცის, რომ მოეწონა, თანაც იმდენად, რომ გამეორებაზე უარს ნამდვილად არ იტყვის.

- ჯონგუკ,- შემოდის ოთახში ქალი და კარებს ლამის ანჯამებიდან აგდებს. ძლიერ ეხეთქება კედელს და პატრა ნაწიბურებსაც კი ტოვებს ზედ. ამასთანავე საწოლზე წამოწოლილი თეჰიონიც ხტება ხმაურზე, მაგრამ გარეთ გასვლას არ აპირებს, რადგან ეს ხმაური, სწორედ რომ, ჯონგუკის ოთახიდან მოდის.

- დეიდა,- ასევე პასუხობს ბიჭი, მაგრამ ეკრანს მზერას არ აცილებს. თითებს ელვის სისწრაფით ათამაშებს კლავიატურაზე.- რამე მოხდა?

- მოხდა და თანაც რა,- წუწუნებს ქალი და კარებს ხურავს, შემდეგ კი ბიჭის გვერდით იკავებს ადგილს. ხვდება რომ ჯონგუკი ისევ არ აპირებს მას მიაქციოს ყურადღება.

- ისეთი რა მოხდა, რომ შენი ამ მდგომარეობამდე მიყვანა გამოიწვია,- წარბებს ქაჩავს, არა იმიტომ, რომ აინტერესებს მიზეზი. არამედ იმიტომ, რომ ზედმეტად გართულია თამაშში. როგორც იქნა თეჰიონზე ფიქრები მოიცილა თავიდან.

- ზუსტად ვიცი შენსა და თეჰიონს შორის რაღაც მოხდა, ისე შეიკეტეთ ოთახებში...- წამით ჩერდება და დენცქვიტადან მთლიანად გლეჯს კაბელებს.- გეყოფა და მომისმინე.

𝓝𝓪𝓿𝓲𝓵𝓮𝓻𝓪Where stories live. Discover now