როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ცხოვრება ხანდახან უსამართლოა, ჩვენ, ადამიანები, კი ამ უსამართლობის მსხვერპლნი. ასე რომ, თეჰიონს ხშირად უწევს აიტანოს ის, რაც არ მოსწონს. ის, რაც არ სურს.
- თეჰიონ, უბრალოდ ადექი, გთხოვ,- ბუზღუნებს მოსამსახურე და ცდილობს კიდევ ერთხელ შეანჯღრიოს ბიჭი, რომ სამსახურში არ დააგვიანოს და მომზადება მოასწროს.
- ანა, უბრალოდ დამაცადე, გთხოვ,- წუწუნებს შავგრემანი და ბალიშს თავზე იფარებს. გოგო აღარაფერს ამბობს და ოთახიდან გადის. თეჰიონი კი ცდილობს მშვიდად გააგრძელოს ძილი, მაგრამ ტვინში განგაშის სიგნალივით იკვეთება სიტყვები "სამსახურში გაგვიანდება"
საწოლიდან დენდარტყმულივით ხტება და სწრაფად მიემართება სააბაზანოსკენ. იქიდან დაბრუნებული კი კარადაში ძვრება. თხუთმეტ წუთში უკვე კიბეზე ჩამორბის, ანას კმაყოფილ მზერას შეჭმუხნული წარბებით აკვირდება და პირში გაჩრილი ტოსტის თანხლებით ტოვებს სახლს. მინას მხოლოდ ეცინება შვილის დაუდევრობაზე.თეჰიონი ოც წუთში უკვე კომპანიაში მიაბიჯებს, ყურადღებას არ აქცევს თანამშრომლების მოსალმებას და ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს თავის კაბინეტამდე, რომ ამოისუნთქოს. არ არის ხალხმრავლობას მიჩვეული, მაგრამ ამის ატანა უწევს. ტელეფონს ძლიერად ახეთქებს მაგიდაზე და სავარძელში ძალაგამოცლილი ეხეთქება. ფანჯარას ოდნავ აღებს, რომ სუფთა ჰაერი შეისუნთქოს. მაგიდა სავსეა სხვადასხვა ქაღალდებით, მაგრამ თეჰიონის ყურადღებას ვერცერთი იქცევს, სანამ კაბინეტში მდივანი არ შემოდის.
- გამარჯობა, ბატონო თეჰიონ. დღეს დამავალეს თქვენ გვერდით ვიყო და გაუგებარ საკითხებში დაგეხმაროთ,- იღიმის დაბალი, ქერათმიანი ბიჭი და თავს ოდნავ ხრის.
- შენი სახელი?
- ჯიმინი,- მოკლედ პასუხობს ბიჭი და გვერდით უდგება.- დასაკარგი დრო არ გვაქვს, ისედაც ბევრი დავკარგეთ. საჭიროა რომ რამდენიმე ხელშეკრულებას მალევე გადახედოთ და საბოლოო პასუხი განაცახოდთ, უკვე დიდი ხანია ზარები შემოდის ამასთან დაკავშირებით.
YOU ARE READING
𝓝𝓪𝓿𝓲𝓵𝓮𝓻𝓪
Acciónროდესაც რაღაცას არ ელი. როდესაც გგონია, რომ სამყარო შენს წინააღმდეგაა და ფიქრობ, რომ ეს დასასრულია. სწორედ მაშინ ჩნდება მზის სხივი, რომელიც შენს სხეულში იჭრება და გაიძულებს ყველაფერს სხვაგვარად შეხედო. გაიძულებს ბედნიერი იყო და აღარასდროს მოიწყინო...