- ეს ვინ არის? - გაურკვეველი სახით იკითხა ჩემმა მეგობარმა ენიმ
- არ ვიცი არა!! სახლში რომ დავბრუნდი მანქანაში მეჯდა!! ხმას არ იღებს! გავაფრენ! - ვთქვი უკმაყოფილოდ და ბიჭს შევხედე რომელიც ჩუმად იჯდა - რა არსება ხარ??? - ბიჭი ისევ დუმდა - მიპასუხე!! - ბიჭი შეკრთა და უკან დაიხია - ლაპარაკი არ იცი?? - მაგრამ ისევ გაურკვეველი სახით მიყურებდა
- რაუნდა ქნა სუმინ?
- მე რა უნდა ვქნა? სადაც უნდა იქ წავიდეს!!
- მაგრამ შეხედე მას ჭრილობები აქვს დაუმუშავე და შემდეგ კარგად დაფიქრდი გარეთ ხომ არ გააგდებ?
- რატომაც არა? როდის მერე მაქვს თავშესაფარი
- სუმინ!! - თვალები დამიქაჩა ენიმ
- კარგი კარგი!!
- კარგი ახალ წავედი იცოდე კარგად მოექეცი ცოდოა ნახე როგორ გიყურებს
- კარგი გავიგე! წადი! - რასაც ქვია გავაგდე და სახლში შევედი. ბიჭი უცნაურად იჯდა და ტელევიზორის პულტზე თამაშობდა მაგარია ახლა ბავშვი მაკლდა გასაზრდელად.
ბიჭთან მივედი და დავაკვირდი.
თმები არეული აქვს, სახეზე ნაიარევი, უამრავი პატარა ჭრილობები რასაც სისხლი ერთვის, მთლიანად ჭუჭყიანი იყო და საშინელი სუნი ქონდა.
- მისმინე - ვთქვი და დავახველე - ყარხარ ახლა იბანავებ შემდეგ ტანსაცმელს ჩაიცვამ, ივახშმებ და დაიძინებ გასაგებია? - ის კი უბრალოდ მიყურებდა - მართლა ბავშვი ხარ ნაადრევად გაზრდილი თუ რა გჭირს? - საყელოში ხელი დავავლე და აბაზანაში შევაგდე. მე კი მისთვის ტანსაცმლის მოსამზადებლად წავედი.
მალევე დავბრუნდი აბაზანაში კარი ფრთხილად შევაღე მეგონა უკვე დასრულებული ქონდა ის კი უბრალოდ იდგა და ყველაფერს ათვალიერებდა ისევ ისე იდგა როგორც ნახევარი საათის წინ დავტოვე გესმით??
- ჰეი!! ამდენი ხანი რას აკეთებ?? მე საბანაოდ გამოგიშვი!! - ჩემს ჩხუბზე ისევ შეშინებული თვალები მომაპყრო და უკან დაიხია - კარგი მაპატიე ახლა რა ვქნა? მე გაბანაო?? მაგრამ შენ.....აუ კარგი - ჩავილაპარაკე და წყალი მოვუშვი ვამოწმებდი თბილი იყო თუ არა მალევე აბაზანა ავაქაფე და მას მივუბრუნდი - კარგი ახლა მე შევტრიალდები და შენ ტანსაცმელი გაიძრო კარგი? - ვთქვი მაგრამ ვხვდებოდი რომ ვერ გაიგო რა ვუთხარი ამიტომ ხელებით ვანიშნე - აი ასე გააკეთე მიდი - არ მჯერა რომ ამ სისულელებს მე ვაკეთებ!! ზურგი ვაქციე მალევე მომესმა წყლის ხმა შევბრუნდი ვიფიქრე უკვე ჯაკუზში ჩაწვა თქო მაგრამ ნეტავ არ შემეხედა - აააააა - ვიყვირე ჩემ ყვირილზე კი ფეხი აუსტა და წყალში ჩავარდა - ჯანდაბაა!!! რა გითხარი წყალში ჩადი თქო!! - ვიყვირე გაბრაზებული გულზე როცა მისი შიშველი სხეული დავინახე - იდიოტო! - ვუყვირე და თავში ოდნავ ჩავარტყი. მან კი ოდნავ ნაწყენი სახით შემომხედა - კარგი ახლა ვიბანავოთ - ვუთხარი და წყალი დავასხი თავიდან საშინლად შეშონდა მაგრამ ნელ-ნელა წყალს გაუთამამდა და ღიმილით ბანაობდა. მისი შემხედვარე მეც გამეღიმა პატარა ბავშვს გავდა.
ახლა მისი სხეული უნდა გამექაფა ამიტომ ხელი ნაზად ავყევი მის ზურგს. საშინლად რბილი სხეული ქონდა!! გეგონებოდა რაიმე ცხოველის სხეულს ეფერებიო. ნაზად დავატარებდი მის სხეულზე ხელს თან მის ქცევებს ვაკვირდებოდი. შემდეგ თავი დაიბანეთ ის ისეთი რბილი იყო......მასზე თამაში არ მოგწყინდებოდა.
ESTÁS LEYENDO
SAVE ME PLEASE (დასრულებული)
Hombres Lobo- რა არსება ხარ??? - ბიჭი ისევ დუმდა - მიპასუხე!! - ბიჭი შეკრთა და უკან დაიხია - ლაპარაკი არ იცი?? ~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~ - შენ ცხოვრება გამილამაზე სუმინ მე კი დაგიმახინჯებ მას!! გასაგებია?? ვერ გიტან სუმინ!! - იყვირა ჯიმინმა და წამებში მისი ც...