დილიდან გამოსული ვარ და ჯიმინს ვეძებ მაგრამ ვერ ვპოულობ!! ვის აღარ ვკითხე, მაგრამ არაფერი ბოლოს ერთი ბიჭი მოვიდა ჩემთან.
- გამარჯობათ, დაღონებული ჩანხართ
- დიახ, მეგობარი დავკარგე.....- ამაზე ჩაეცინა, მე კი წარბ აწეულმა შევხედე საერთოდ არ მეცინება ახლა- რა სამწუხაროა...თქვენ ის გიყვართ?
- რეებს ბოდავთ??
- კაი რა აფოფხილი ქათამივით
წამოხტი ისე გკითხე
- დროს ტყუილად მაკარგვინებთ!!!
- და რა საქმე გაქვს? მაგ ბიჭს მაინც ვერ იპოვი!
- მაგასაც ვნახავთ - ვუთხარი და ჯიმინის ფოტოებიც ხელში ავიღე, უკვე უნდა წავსულიყავი მაგრამ მისმა სიტყვამ ისევ გამაჩერა
- რო გითხრა კაი გემოვნება გაქვს თქო ვერ გეტყვი.....ჰმმმმ, მოდი რაღაცას გკითხავ ეგ ტირანი რამ მოგაწონა?
- ტირანი თავი გაბია!! არ იცნობ და ასე ნუ ლაპარაკობ ჯიმინზე!! გაიგე??
- ხო მე არ ვიცნობ და შენ იცნობ - მშვიდად ჩაილაპარაკა და გაიღიმა. არაფერი აღარ მითქვამს ისე წამოვედი იქედან მაგარია დილიდან ნერვები მომიშალა ამ იდიოტმა!! ვინ ჯანდაბაა იყო?? საზიზღარი!!
კაფეში მივედი სადაც ენი მელოდებოდა.
- საშინლად დავიღალე!! - ვთქვი და მოწყვეტით დავჯექი
- ისევ ვერ იპოვე? - ჩახვნეშით მკითხა
- ვერა!! სად უნდა წასულიყო?? ძალიან მეშინია მას რამე არ დაემართოს
- არადა მისი დატოვება არ გინდოდა რატომ ღელავ?
- მე....მართალი ხარ!! საერთოდ არ მაინტერესებს ძალიან კარგი თუ წავიდა!! სახლში მშვიდად ვიქნები! - ვთქვი და ფანჯრიდან გავიხედე. ცოტა კიდევ ვისაუბრეთ მე და ენიმ შემდეგ კი სახლში წავედი.იქ მისვლისას სახლი თითქოს დაცარიელებული იყო. ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს მე თვითონაც არ ვიცი რატომ. უბრალოდ სახლში შევედი და ჩანთა იქვე დავდე. მე კი დივანზე დავჯექი, ცას შევხედე და ჩუმად ჩავილაპარაკე
- რა მოხდა იმ ღამეს?? რატომ წახვედი ჯიმინ? - ჩავიხვნეშე და თავი ჩემს ხელებზე დავადე. მართლა ცუდად ვარ მის გარეშე....რატომ? პასუხი თავადაც არ მაქვს, იქნებ იმიტომ რომ მას შევეჩვიე? ძალიან შევეჩვიე!!
მისი საყვარელი გაურკვეველი სახე, მისი მუდამ წყენისგან დაბუშტული ტუჩები და გამობერილი ლოყები, მისი საყვარელი ღიმილი და ბრწყინავი თვალები. ეს მენატრება?? შეიძლება....ჩემთვის ვფიქრობდი როცა ვერც კი მივხვდი ისე ჩამეძინა.
YOU ARE READING
SAVE ME PLEASE (დასრულებული)
Werewolf- რა არსება ხარ??? - ბიჭი ისევ დუმდა - მიპასუხე!! - ბიჭი შეკრთა და უკან დაიხია - ლაპარაკი არ იცი?? ~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~ - შენ ცხოვრება გამილამაზე სუმინ მე კი დაგიმახინჯებ მას!! გასაგებია?? ვერ გიტან სუმინ!! - იყვირა ჯიმინმა და წამებში მისი ც...