13

312 58 28
                                    

აელინმა და მისმა მეგობარმა სახლში მიმიყვანა, ამჯერად ბიჭებთან. კარი როგორც კი გაიღო წინ იუნგი შემეფეთა, უნდა გამეღიმა თუმცა გვერდი ამიარა და სახლში შევიდა, რას მოველოდი?? იუნგისთან თბილ მოქცევას?? კარგი რა!!
სახლში ფრთხილად შევედი რადგან ფეხი ჯერ კიდევ მტკიოდა.
- სუმინ!! - იყვირა ჯონგუკმა და რასაც ქვია გამოექანა ისე ჩამეხუტა - როგორ მომენატრე იცი??
- მეც ჯონგუკ მეც!!
- კარგად ხარ?? რა მოგივიდა?? - ამჯერად ჰოსოკმა დაიწყო საუბარი
- მე...
- მაგაზე ნერვიულობას ჯობია იმაზე ინარვიულოთ ჯიმინი რომ აქ დაინახავს მაშინ რა მოუვა - გვერდითი ღიმილით ჩაილაპარაკა იუნგიმ
- კარგი რა!! ჩვენი გოგო ყველას გვენატრები და დარწმუნებული ვარ ჯიმინსაც - ღიმილით წარმოთქვა თეჰიონმა
- ჩემს მაგივრად რატომ საუბრობ?? - გაბრაზებული ჯიმინი დავინახე როგორ ჩამოდიოდა კიბეებზე ისე რომ ზედაც არ მიყურებდა
- არ მოგენატრა? - კითხვა დასვა ნამჯუნმა, ამჯერად ჯიმინი ჩემს წინ იდგა და თვალებში მიყურებდა
- აქ რას აკეთებ?? - მისმა თვალებმა და სერიოზულმა გამოხედვას უფრო შემაშინა და ძვლივს დავიწყე საუბარი

- მაგაზე ნერვიულობას ჯობია იმაზე ინარვიულოთ ჯიმინი რომ აქ დაინახავს მაშინ რა მოუვა - გვერდითი ღიმილით ჩაილაპარაკა იუნგიმ- კარგი რა!! ჩვენი გოგო ყველას გვენატრები და დარწმუნებული ვარ ჯიმინსაც - ღიმილით წარმოთქვა თეჰიონმა- ჩემს მაგივრად რატომ საუბრო...

Oops! Questa immagine non segue le nostre linee guida sui contenuti. Per continuare la pubblicazione, provare a rimuoverlo o caricare un altro.

- მე.....ჯიმინ..
- რა?? რა შენ?? - ბოლო ხმაზე იყვირა ამაზე კი შევშინდი - წადი ჩემი სახლიდან!! რა უფლება გაქვს აქ რომ მოდიხარ!!!
- პაკ ჯიმინ!! - ბოლო ხმაზე იყვირა ნამჯუნმა - საკმარისია, ეს გოგო აქ შენ მოიყვანე!! არანაირი უფლება არ გაქვს გააგდო!!
- ხო? როდის მერე შეგიყვარდათ ასე სუმინი?? განა ყველა წინააღმდეგი არ იყავით ადამიანის აქ მოყვანაზე?? გეკითხებით!!
- გეყოფა!! - წინ გამოვიდა იუნგი - ოთახში ადი და დაფიქრდი რა ჯანდაბას აკეთებ გესმის?? - ჯიმინს არაფერი უთქვამს, უბრალოდ ზიზღით შემომხედა და მის ოთახში ავიდა. მე კი ბიჭებს წყლიანი თვალებით შევხედე.
- ჯიმინს ასე რატომ ვეზიზღები?? რა გავაკეთე ასეთი?? - ვთქვი და დივანზე დავჯექი თან ტირილი დავიწყე
- გაიგებ როცა ამის დრო მოვა, ახლა კი შენს ოთახში ადი და დაისვენე - მითხრა იუნგიმ და სხვა მხარეს გაიხედა.
მეც არაფერი მითქვამს აელინს გავუღიმე და მეორე სართულზე ფრთხილად ავედი. უკვე ოთახს უნდა მივახლოვებოდი როცა ჯიმინის კართან შევჩერდი, ქვემოთ ჩავიხედე ყველა რაღაცაზე საუბრობდა ამიტომ გადავწყვიტე ჯიმინთან მესაუბრა.
კარზე დავაკაკუნე ჩუმად მაგრამ არანაირი რეაქცია, ისევ ვცადე მაგრამ არაფერი ამიტომ სახელური ჩამოვწიე და ჩემ გასაკვირად კარები გაიღო, შიგნით ფრთხილად შევედი და დავინახე ჯიმინი რომელსაც მშვიდად ეძინა. მასთან ახლოს მივედი და იქვე ჩავიკუზე ვაკვირდებოდი მის სახეს, დაბუშტულ ტუჩებს და პატარა საყვარელ ცხვირს. არმინდა რომ ჩემზე გაბრაზებული იყოს, თავადაც არ ვიცი რატომ მაგრამ. მისი სახის ყველა ნაკვთი შევისწავლე და უკვე უნდა წავსულიყავი როცა მისი ხმა მომესმა
- აქ რა გინდა?? - ისე მითხრა თვალიც არ გაუხელია
- შენ...მე....გეღვიძა??
- შეიძლება - მითხრა და თვალები გაახილა - ჩემს ოთახში რას აკეთებ??
- შენთან სალაპარაკოდ მოვედი
- სალაპარაკო არაფერი გვაქვს
- რატომ შეგზიზღდი?? რატომ მაშინებ??
- ჩემი გეშინია?? - ახლოს მოვიდა და კმაყოფილმა გაიღიმა - მიხარია ასე თუა
- რაგჭირს ჯიმინ?? რა ჯანდაბაა გჭირს?? მე ასეთ ჯიმინს არ ვიცნობდი!!
- მართლაა?? მეკი ისეთი სუმინი არ მჭირდება ვისაც სხვა უყვარს!!!
- რაა??
- შენ ცხოვრება გამილამაზე სუმინ მე კი დაგიმახინჯებ მას!! გასაგებია?? ვერ გიტან სუმინ!! - იყვირა ჯიმინმა და წამებში მისი ცუდი მხარე გამოაჩინა, მე კი კედელზე მიმახეთქა ძლიერად.
- რას მერჩი?? რა ჯანდაბა გინდა??
- რას გერჩი?? მიყვარხარ გესმის?? მიყვარხარ!!!
- ჯიმინნრას ბოდავ?!?!?
- ვერ გაიგე?? მიყვარხარ მეთქი!! შენ კი ვუკი აირჩიე ეს როგორ გაბედე??? - ჩემსკენ სვლა დაიწყო, ნელ-ნელა რაღაც ემართებოდა მისი თვალები წითლდებლდა, და თმა?? ყურები უჩნდებოდა?? რა ჯანდაბაა??

SAVE ME PLEASE (დასრულებული)Dove le storie prendono vita. Scoprilo ora