- და იქნებ ცუდადაა?
- დამშვიდდი რა. ამდენი ხანი წუწუნებდი წავიდესო ახლა რა გეტაკა? დაივიწყე ეგ ბიჭი!!
- ენი ადამიანი ხარ საერთოდ?? როგორ დავივიწყო? ლაპარაკი არ იცის...ყველაფრის ეშინია....იქნებ ახლა როგორ ზის მოღუშული სადმე კუთხეში და ცახცახებს
- შეგიყვარდა?
- რა?? ჰა?? საიდან მოიტანე?? უბრალოდ ადამიანურად ვნერვიულობ
- დ ა ი ვ ი წ ყ ე !!! - დამიმარცვლა ენიმ - ალბათ ვინმე გოგოს შეხვდა და ახლა მას აეკიდა - ამ სიტყვებმა რატომღაც გამაღიზიანა
- ასეთი არ არის ჯიმინი - ვთქვი წყენით და ჩემს ხელებს შევხედე
- რაიცი?? ისე ნუ ლაპარაკობ თითქოს მთელი ცხოვრებაა იცნობ!! სულ რამდენიმე დღე იყო შენთან - ჩუმად ვუსმენდი და ვხვდებოდი რომ ის მართალი იყო, ამიტომ უბრალოდ გაჩუმება ვარჩიე. მე მას მართლა არ ვიცნობ....ჯობია დავივიწყო
- კარგი...მართალი ხარ - ვუთხარი და ფეხზე ავდექი - წამოდი კლუბში წავიდეთ რა....განტვირთვა მჭირდება
- დღეს არა მაგის ხასიათზე არ ვარ - მითხრა და ფეხზე ადგა - წავალ
- კარგი - ჩუმად ვუთხარი და გავაცილე. ნამდვილად არ მინდოდა დღეს სახლში ყოფნა ამიტომ მეორე სართულზე ავედი და გარდერობში შევარდი რადგან რამე კაბა ამერჩია. მარტო წავალ კლუბში!
ბოლოს ყველაზე მოკლე კაბა ჩავიცვი რაც კი ვნახე.სახლიდან გავედი, ჩემ მანქანაში ჩავჯექი და გეზი კლუბისკენ ავიღე. ძალიან გაბრაზებული ვიყავი ენიზე, ჯიმინზე!! ამიტომ ვერ დავინახე ჩემს წინ გოგონამ როგორ გადმოირბინა ცოტაც და დავეჯახებოდი. უცბად დავატორმუზე და შიშით ჩავილაპარაკე
- მოვკალი? - სწრაფად გადავხტი მანქანიდან და გოგონას მივარდი რომელიც უბრალოდ იდგა და მიყურებდა - მაპატიეთ რამე ხომარ დაგიშავდათ?? - ამჯერად თვალებში ჩამაშტერდა. მეც მას დავაკვირდი გამხდარი გოგოა, ტყავის მოტკეცილი შარვალი, შავი ტიპი, შავი ტყავის მოსამელი და შავი ფეხსაცმელი ეცვა. პირი ღია დამრჩა ულამაზესად გამოიყურებოდა. ჩემსკენ წამოვიდა და ყურში მიჩურჩულა
- კლუბში ბიჭებს ერიდე - ეს თქვა და გზა ღიმილით განაგრძო. ჯერ დებილივით ვიყურებოდი შემდეგ მოვტვინე რაც მითხრა
- ჰეი!! საიდან იცი კლუბში რომ მივდივარ?? - მაგრამ უკან არ დაბრუნებულა. აიშ!! ეს ვინ იყო?? მანქანაში ჩავჯექი ვყოყმანობდი კლუბში წასვლას მისი სიტყვების შემდეგ მაგრამ მაინც წავედი.
VOCÊ ESTÁ LENDO
SAVE ME PLEASE (დასრულებული)
Lobisomem- რა არსება ხარ??? - ბიჭი ისევ დუმდა - მიპასუხე!! - ბიჭი შეკრთა და უკან დაიხია - ლაპარაკი არ იცი?? ~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~ - შენ ცხოვრება გამილამაზე სუმინ მე კი დაგიმახინჯებ მას!! გასაგებია?? ვერ გიტან სუმინ!! - იყვირა ჯიმინმა და წამებში მისი ც...