თავი 3

282 44 9
                                    

ჯიმინი თითქმის მეტროში იყო შესული, როდესაც ჩერიონგი შეამჩნია შესასვლელთან. ეწეოდა და უმიზნოდ სადღაც გვერდით იყურებოდა.
- ვინმეს ელოდები?- მიხვდა, რომ შეამჩნიეს და გადაწყვიტა გამოლაპარაკებოდა.

ფუმფულა ტუჩებმა, პომადის და ბლესკის გარეშე, მკვრივი კვამლი გამოუშვეს. შარფი გაისწორა და კოხტა თითით სიგარეტის ნამწვი დაბერტყა.
- ისტორიაზე რა ხდებოდა?- ჰკითხა მან.
- თავიდან როგორც ყოველთვის ტესტი, მერე გამოიკითხა.
- ჯონი იყო?
- კი.
- კითხეს?
- ვის? მაგას?
- ხო.
- კი, კითხეს.
- ისევ 10?
- როგორც ყოველთვის.
- ბოზი.
- იტირე?
ჩერიონგმა დაიქსიტინა:
- ძაან მეტყობა?
- არც ისე, უბრალოდ მე შეგატყვე. აუზზე ჩხუბის გამო?
თვალები დახარა.
- ბოდიში, არ მინდოდა ჩავრეულიყავი.
- არაუშავს.
- ვინმეს ელოდები?
- კი, უკვე ნახევარი საათია.
- მას?
- არაა- მხიარულად ჩაიხითხითა- დაქალს. ვერ მოვა, სამსახურიდან არ გამოუშვეს...- მწვანე თვალებიდან ისევ ცრემლები წასკდა.
ჯიმინმა არ იცოდა ასეთ დროს რას აკეთებენ. დაიბნა.
- ბოდიში, იდიოტი ვარ.
- ყველაფერი ნორმალურადაა, რას ლაპარაკობ. მისმინე, თუ შენი დაქალი არ მოდის, წამო ჩემთან, მშობლები გვიანობამდე არ მოვლენ- ჯიმინი იმპულსს აყვა- გუშინ ყავის აპარატი ვიყიდეთ, ბარემ გამოვცდით... თან დავილაპარაკებთ და ყურადღებას გადაიტან.

ჩერიონგმა ნამტირალევი თვალებით ახედა და ჯიმინმა ეს გამოხედვა ვერ იცნო, თითქოს ზედმეტად ეჭვის თვალით, უნდობლად და შესაძლოა გამკიცხავადაც კი უყურებდნენ.
- თუ არ გინდა არაუშვას... წავალ.
- არა... კაი პონტია.

***
სამზარეული დიდი და ნათელი იყო, ისევე როგორც მთელი სახლი.
- ქირით ხართ?- კითხა ჩერიონგმა, სანამ დაკიდულ ჭერს და დიოდის ნათურებს ათვალიერებდა.
- კი. მამინაცვალი ამბობს მალე ჩვენის შენებას დავიწყებთო, მაგრამ არ მჯერა.
- რატო?
- ნუ, ეგ იმის ნიშანი იქნება, რომ აქ დიდი ხნით გავჩერდებით, მაგრამ მაგის იმედი დიდად არ მაქ.
- ფიქრობ სეულში არ დარჩებით?
- არამგონია- დარწმუნებულია, მაგრამ ამას ვერ აუხსნის.
ჯიმინმა ყავის აპარატი ჩართო და მანდარინის პეჩენიები გამოიღო.
- შეგიძლია მოწიო, თუ გინდა.
- მართლა? შენი მშობლები რომ მოვიდნენ?
- ნუ, გამწოვს ჩავრთავ... და ვეტყვი რო მე მოვწიე, ჩემთვის შეიძლება.
- მაგარია.
- ხო, ბევრის უფლებას მაძლევენ, კომპენსაციასავითაა, ყველაფრისთვის რაც დამაკლდა.
- გადასველბის გამო?
- მაგის გამოც- ჯიმინს თავის თავზე ლაპარაკი არ უნდოდა და მოუხერხებლად სხვა თემაზე გადაიტანა ყურადღება- შენ და ჯონგუკს შორის რა ხდება? დაშორდით?

არ შემამჩნიოWhere stories live. Discover now