ამაღლებული განწყობა დიდხანს არ გაგრძელებულა, ზუსტად ექვსი დღის შემდეგ, თითქმის დეპრესიამდე დასული, ჩვეული უკუსვლა იგრძნო. მინ იონგი შეეჩვია და ცდილობდა ყურადღება არ მიექცია შვილისთვის, რომელიც უარს აცხადებდა საწოლიდან ადგომაზე და დალაპარაკებაზეც კი. მაგრამ ამჯერად გული კარნახობდა, რომ ჯიმინის ჩაკეტვა ბევრად უფრო ღრმა იყო. ყველა კითხვაზე პასუხი წინასწარ იცოდა და ცდილობდა თავს ზედმეტად არ მოხვეოდა. აცნობიერებდა, რომ სკოლის ბოლო დღე მისთვის ისედაც რთული აღმოჩნდა. სახლში ადრე მოვიდა, ტუჩი დასიებული ქონდა, დედამისის კითხვაზე თუ რა მოხდა წლების განმავლობაში შეძულებულ ფრაზას ამბობდა:"დავეცი, ხომ იცი როგორი მოუხერხებელი ვარ".
ჩერიონგის არც ზარებს და არც მესიჯებს არ პასუხობდა, სახლში სულ იწვა და ტელევიზორს უყურებდა, არ ხატავდა, თავს აუკრძალა ეს ფოკუსები ნაცრისფერი თვალებით. მარტო რომ რჩებოდა მოსაწევადაც კი არ გადიოდა.
ჯიმინი მხოლოდ აუზზე დადიოდა ყოველ დღე. მხოლოდ იქ, წყლის გარემოცვაში იყო მშვიდად, მსუბუქად და უდარდელად. სახლში უბრალოდ არაფერს გრძნობდა, სკოლასთან აფორიაქებული და გაბრაზებული ხდებოდა. ჯერ კიდევ ჰქონდა იმის იმედი, რომ ჯონის მიმართ სიძულვილი გაიღვიძებდა და გადაარჩენდა ფუჭი ტანჯვისგან, შემდეგ კი ჩვეულებრივად გააგრძელებდა გაკვეთილებზე სიარულს. მაგრამ ის არა და არ ჩნდებოდა, ჯონგუკი არ ძულდა, არც კი ბრაზდებოდა მასზე, მოღალატური ფიქტებიც კი უჩნდებოდა, რომ ის მუშტი დაიმსახურა.
სკოლის ყველაზე არასტაბილური, მაგრამ ამავდროულად პოპულარული წყვილის დამშორებლის როლი საერთოდ არ მოწონდა, ამაზრზენად მიაჩნდა. ჯიმინმა გადაწყვიტა ისევ ჩრდილად ქცეულიყო. ზუსტად ისე, როგორც წინა ექვს სკოლაში გააკეთა- უბრალოდ მარტო იქნება, ჩუმად, მხოლოდ თავის თავის იმედად და ერთგულად, მხოლოდ თავის თავს დაიცავს.
აღარანაირი თვითგანადგურება, აღარანაირი ჩერიონგი და ჯონგუკი, არის მხოლოდ ის და მისი ცხოვრება, რომელშიც ადამიანები მხოლოდ გამვლელის როლს თამაშობენ, და არანაირი დატვირთვა არ აქვთ. არავის აღარ მიეჯაჭვება- ასეთი იქნება მისი ცხოვრების არჩევანი.
ზემოთ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ის რაღაც უფრო მეტისთვისაა შექმნილი, ვიდრე ნორმალური ადამიანური ურთიერთობები, მეგობრები და უბრალო თინეიჯერული პრობლემები.
ვიღაცამ გადაწყვიტა ის ცხოვრებისგან გარიყულ ცელოფნის პარკად ექცია, რომელსაც ვერავინ ხედავს, მაგრამ ყველა გრძნობს. სტერილური ჯიმინი, რომელიც სოციალური ურთიერთობებით არაა დამძიმებული. მაგრამ ჯერჯერობით თავის " განსაკუთრებულობაში" რაიმე აზრს და " დიად მიზანს" ვერ ხედავდა. მაგრამ რაღაც ხომ უნდა ყოფილიყო, რაღაც დიდი მის ცხოვრებაში, უბრალოდ ხომ არ იქნება მოკლებული მარტივ ბავშვურ ბედნიერებასაც კი. "რაღაცას ვკარგავთ-რაღაცას ვპოულობთ"- ბრძნული გამოათქვამია. მაგრამ ჯერჯერობით ჯიმინი მხოლოდ კარგავდა, სამაგიეროდ კი არაფერს იღებდა. კარგავდა ცხოვრებას ცხოვრებაზე, სკოლას სკოლაზე, მეგობარს მეგობარზე, ფიქოლოგს ფსიქოლოგზე. მის ცხოვრებაში არაფერი ჩერდებოდა წელიწადზე მეტი. არაფერი მხატვრობის გარდა.
YOU ARE READING
არ შემამჩნიო
Fanfictionჯიმინი კედელზე ჩამოცურდა. გული უკანკალებდა. მას ყოველთვის ისტერიკამდე ეშინოდა ფიზიკური ტკივილის და უნდოდა ჯონგუკს თავისივე ხელით გამოეფერთხა საკუთარივე თავი მისი გონებიდან. "სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია_ ტკივილი"_ გადაწყვიტა ჯიმინმა სანამ...