თავი 13

311 43 18
                                    

მარტის შუა რიცვები- გულის ფორიაქის და ცუდი ამინდების პერიოდი, რაც ხელს არ უშლიდა მის კლასს უქმე დღეები "პატარა შოტლანდიაში" გაეტარებინა. ჯონის დაბადების დღიდან 2 კვირის შემდეგ, თვრამეტი წლის ნაიონი გახდა, ჩერიონგის საუკეთესო მეგობარი.
გოგოები ნაიონის დედასთან ერთად სახლს წვეულებისთვის ამზადებდნენ.

- გამარჯობა- ჩერიონგმა ჯიმინს დაურეკა.
- გამარჯობა- საწოლში გადაგორდა და უპასუხა.
- ვისთან ერთად მიდიხარ?
- სად მივდივარ?
- ჯიმინ, როგორც ყოველთვის არაფრის კურსში არ ხარ- ვითომ გაბრაზებით წამოაძახა ჩერიონგმა- დღეს მინას დაბადების დღეს აღვნიშნავთ. ვისთან ერთად წამოხვალ? ავტობუსით ან მეტროთიც შეგიძლია, მაგრამ მაგ ტერიოტორიაზე ნამყოფი არ ხარ და ჯობია ვინმეს გამოყვე.
ჯიმინმა საათს გახედა. დილის ცხრა საათი. შაბათი. ძილი უნდოდა.
- ჩერიონგ, ხომ გითხარი არ მოვდივარ თქო. საჩუქრის ფული კი დავდე, მაგრამ ქალაქგარეთ წამოსვლას არ ვაპირებ.
- გასაგებია. უცნაურია, ახლა სტუმრების სიას ვუყურებ და შენც წერიხარ.
- შეცდომაა. მაშინვე ვუთხარი, რომ არ მოვდიოდი.
- კარგი, მაშინ ჩვენ წავედით. სასიამოვნო უქმეები. გაკოცეეე.
- თქვენც. კარგად გაერთეთ.
ჯიმინმა ყურმილი დაკიდა, ცოტა კიდევ უნდოდა საწოლში ენებივრა, მაგრამ ძილი საბოლოოდ გაუტყდა. ძლივს წამოჯდა.
- დე?- სამზარეულოსკენ წავიდა, მხოლოდ ზედა გადაიცვა და მოთენთილი გაწეწილ თმას იჩეჩდა.
- დეეე!

სახლმა საეჭვო სიჩუმით უპასუხა.
ჩაიდანი ჩართო და სააბაზანოში შესვლას აპირებდა, როდესაც მაგიდაზე გადაკეცილი ფურცელი შენიშნა. დედის ხელწერა ატყობინენდა:
"ძვირფასო, არ მონდოდა შენი გაღვიძება. იმედია გახსოვს, რომ დღეს ჩემი და მამაშენი ქორწინების იუბილეა და აღსანიშნავად შაბათ-კვირით ბარში მივდივართ. გახსენებ, იმიტომ რომ ვიცი როგორ ყურადღებიანად გვისმენ ხოლმე"- წინადადების ბოლოს სმაილიკი ეხატა, რაზეც ჯიმინს გაეღიმა და კითხვა გააგრძელა: "... ფული უჯრაზე დაგიტოვე. მეგობრებთან ერთად გაისეირნე, მაგრამ თორმეტამდე სახლში იყავი. გკოცნი საყვარელო. არ მოიწყინო და მთელი უქმეები სახლში არ გამოიკეტო."
- მაგარია- ხმაში დიდი ენთუზიაზმი არ ისმოდა.
ჯიმინმა კიდევ ერთხელ გადაიკითხა წერილი, ჩაი გაიკეთა და წყლის გადავლება გადაწყვიტა.

არ შემამჩნიოDonde viven las historias. Descúbrelo ahora