- ეს ვინღაა?- იკითხა დაჰიონმა, რომელიც სადღაც გვერდით იყურებოდა და ჩერიონგს იდაყვი გასცხო. ამ უკანასკნელთან ერთად მთლიანმა კომპანიამ, რომელიც კიდევ ორი ბიჭისგან შედგებოდა მითითებული ადგილისკენ გაიხედა.
უცნობი, აშკარად მათი თანატოლი ბიჭი კორიდორში მიდიოდა და ოთახების ნომრებს აკვირდებოდა.
- ცუდი არაა- ფუმფულა ტუჩები ეშმაკურ ღიმილში გაიწელნენ. ჩერიონგმა აათვალიერა- სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავთ- ამოიოხრა დაინტერესებულად.მისმა შენიშვნამ ჯონგუკი კიდევ უფრო გააცოფა და უკვე ერთი ორი "ტკბილი" სიტყვის თქმა უნდოდა, როდესაც თეჰიონის წიხლმა გამოაფხიზლა. გაღიზიანებულმა მეგობარს გახედა.
- სპეციალურად აკეთებს- ჩასჩურჩულა მან- არ აყვე.ჯონგუკს მოუნდა წამოეყვირა და შუბლით კედელი გაეტანა- ამჯერად მისი და ჩერიონგის ჩხუბი ჩვეულზე მეტად გაიწელა. რატომღაც მაინცდამაინც ახლა მოუნდა მის შეყვარებულს რევანშის აღება და იმის ჩვენება, თუ რას ნიშნავს ნამდვილი ეჭვიანობა. ჯონგუკს წარმოდგენა არ ქონდა მათ ურთიერთობებში, მოკლევადიანი, მაგრამ მაინც, ჰარმონია როგორ დაებრუნებინა. კიდევ ის არ იცოდა, მისი სიამაყე ასეთ დაცინვას რამდენი ხანი აიტანდა. ბოლო კვირა ჩერიონგი ისე იქცევა, თითქოს დაშორდნენ, მაშინ, როდესაც ფაქტობრივად ისევ ერთად არიან.
გონებაში განწირულმა "ნაბოზრმა" გაიელვა, ჯონგუკმა ნერვების მომშლელი სიტუციიდან ყურადღების გადასატანად სხვა ვერაფერი მოიფიქრა და სხვებთან ერთად ამოუცნობ ობიექტს გახედა, რომელიც ნელა გადადიოდა კაბინეტიდან კაბინეტისკენ.
- იცნობთ?- იკითხა თეჰიონმა.
- არა- ყველამ სათითაოდ უპასუხა.დიდად არაფრით გამოირჩეოდა ჩვეულებრივი მოსწავლისგან: მოკლედ შეჭრილი თმა მოგრძო ჩოლკით, ხელში მოკბეჩილი ვაშლის ტელეფონი, ცალმხარზე გადაკიდებული ზურგჩანთა, ვიწრო შავი მაღალყელიანი ზედა, ჯინსის შარვალი და კედები.
VOUS LISEZ
არ შემამჩნიო
Fanfictionჯიმინი კედელზე ჩამოცურდა. გული უკანკალებდა. მას ყოველთვის ისტერიკამდე ეშინოდა ფიზიკური ტკივილის და უნდოდა ჯონგუკს თავისივე ხელით გამოეფერთხა საკუთარივე თავი მისი გონებიდან. "სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია_ ტკივილი"_ გადაწყვიტა ჯიმინმა სანამ...