იქ, ტყეში, მათი ნამდვილი გრძნობები გამოჩნდა, მაგრამ ყოველდღიურობა ჩვეულ გაურკვევლობას და რუტინას ჩუქნიდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის გადაულახავი მიზიდულობა სუფევდა, ჯიმინი მის მიმართ რაიმე ზედმეტის უფლებას არ აძლევდა და ცდილობა ჯონი რაც შეიძლებოდა იშვიათად ენახა. ისიც საკმარისი იყო, რომ ჯონთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენის შემდეგ სრულფასოვნების გრძნობა დაუბრუნდა. ლაბორატორიაში წყვილში მუშაობა დაიწყეს, უცხო ენებში წინადადებებს ერთად წერდნენ. ყოველთვის როდესაც მარტონი იყვნენ კოცნით ვერ ძღებოდნენ, ამ მომენტებში ჯონგუკი ჯიმინის იმ აღუწერელ გამოხედვას იჭერდა, რომლითაც უნდოდა მხოლოდ მისთვის ეყურა.
დავალებებსაც კი სკოლაში გვიანობამდე აკეთებდნენ, ან ინტერნეტით უკავშირდებონენ. ჯიმინი სასტიკ უარს აცხადებდა, როდესაც ჯონგუკი სახლში ეპატიჟებოდა და არანაირი არგუმენტი არ ჭრიდა. პაკმა იცოდა, რომ როგორც კი მარტონი აღმოჩნდებოდნენ დახურულ სივრცეში, სადაც საწოლი ან რაიმე ცოტა კომფორტული მაინც იქნება, ჯონგუკს კარის დაკეტვაღა დაჭირდება, წიგნებს გვერდით მოისვრის და სწავლაზე ლაპარაკიც ზედმეტი გახდება. ყველაფერი ზედმეტად სწრაფად მოხდება, თავადაც კი ვერ მიხვდებიან ისე, თავს კი არცერთი შეიკავებს. ჯიმინი შეჩერებას ვერ შეძლებს, სადღაც გამოსაცვლელში და საპირფარეშოში კოცნის დროს ძლივს იხევს უკან. არა, რა თქმა უნდა მშობლების გაცნობამდე ჯერ ადრეა, ან საერთოდ თუ გახდება ეს საჭირო. ჯიმინმა არ იცოდა.
ჯონგუკს დაავიწყდა ჩერიონგი ვინ იყო, ეს უკანასკნელი კი მის ქცევას თამაშად აღიქვამდა, ეგონა, რომ ჯიმინთან დაახლოებით ჯონი ცდილობდა დანაშაული გამოესყიდა და დაემტკიცებინა, რომ უკეთესობისკენ შეიცვალა.
კრეტინიზმი სახეზეა.***
ჯონგუკი როგორც ყოველთვის სკოლასთან ელოდებოდა. ჯიმინი როგორც ყოველთვის აგვიანებდა.
- სალამი- პაკი სხვა მხრიდან გამოჩნდა. "ამის დედაც, ღმერთივით ლამაზი, შავ გრძელ მოსაცმელში და ლურჯი კაშნით"- ჯონგუკმა უნებურად გაუღიმა.
საინტერესოა, ჯიმინი ელოდება თვრამეტის როდის გახდება რომ როგორც იქნა დაწვეს მასთან?.
- ვიფიქრე და იქნებ დღეს გაკვეთილებზე არ შევიდეთ?- თავი ვერშეიკავა და ჯონგუკმა თითი წარბს ქვემოთ გადაუსვა, ჩოლკა გადაუწია, იმის მიუხედავად რომ კოცნა უნდოდა.
YOU ARE READING
არ შემამჩნიო
Fanfictionჯიმინი კედელზე ჩამოცურდა. გული უკანკალებდა. მას ყოველთვის ისტერიკამდე ეშინოდა ფიზიკური ტკივილის და უნდოდა ჯონგუკს თავისივე ხელით გამოეფერთხა საკუთარივე თავი მისი გონებიდან. "სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია_ ტკივილი"_ გადაწყვიტა ჯიმინმა სანამ...