დაიკარგნენ. ჯონგუკმა საცობის მოვლა გადაწყვიტა და პარალელურ ზოლზე გადავიდნენ. მანქანა რომელიღაც სოფელში აღმოჩნდა. ჯონგუკი დარწმუნებული იყო, რომ ავტობანზე დაბრუნდებოდნენ, მაგრამ რაც უფრო მარცხნივ მიდიოდნენ, მით უფრო ხშირი ხდებოდა ტყე.
- დარწმუნებული ხარ, რომ სწორად მივდივართ?- იკითხა ჯიმინმა.
საათი რვას უჩვენებდა, ფანჯარაში კი მხოლოდ ხეები ჩანდა, არანაირი კოტეჯები, სახლები ან საგზაო ნიშნები, ბოლოსდაბოლოს ნორმალური გზაც გათავდა.
- ნავიგატორმა ეს გზა მიჩვენა- ჯონგუკმა მშვიდად უპასუხა, მაგრამ ჩვეულებრივზე ნელა ლაპარაკობდა, ჯიმინი მიხვდა, რომ ჯონი თვითონაც არ იყო დარწმუნებული.
- კიდევ ერთხელ შეიყვანე მისამართი, რაც უფრო ვშორდებით ცივილიზაცია მით უფრო ჭედავს.ჯონგუკმა დაუჯერა. კიდევ ერთხელ შეიყვანა მისამართი და ცივილიზაციის ამ შედევრმა აბსოლიტურად სხვა მიმართულება უჩვენა.
- ამის დედაც!- ჯონმა პოზიციები დათმო და აღიარ რომ დამნაშავე იყო.
- ახლა რას ვაპირებთ?
- არაფერს, უკან გავტრიალდებით.
- თუ კიდევ არასწორად აჩვენა?
ჯონგუკმა დაიღრინა, მაგრამ თავიდან მაინც შეიყვანა მისამართი. მიმართულება დადასტურდა. დანიშნულების ადგილიდან მართლა ძალიან შორს აღმოჩნდნენ.
- წარმოდგენა არ მაქ ასე რატო გამოვიდა? თავიდანვე არასწორად წამოვედი?
- ახლა რაღა მნიშვნელობა აქ, მთავარია აქედან გავაღწიოთ.
თითქოს თეს სიტყვების გაგინებაზე, მანქანას ბამპერი წამოეხადა, რაღაცა მაღალს გადაუარეს, ღრმულში ჩავარდნენ. მანქანა მკვეთრად ჩაქრა. ჯონგუკმა დაქოქა, ფარებით გზა გაანათა, მაგრამ ამოსვლა ვერ შეძლო.ჯონი ანერვიულდა, ხელები წამიერად გაეყინა და გაუოფლიანდა. შეეცადა უკან დაეხია, მაგრამ მხოლოდ უარესად ჩაეფლო.
- არა... არა... არ მითხრა რომ გავიჭრდეთ- სეჯონს პანიკა ეწყებოდა.
- არ გეუბნები.ჯონგუკი ბოლომდე არ ნებდებოდა. მანქანიდან მძღოლის გარდა ყველა გადავიდა, ბიჭები ცდილობდნენ უსარგებლო მეტალის ხროვა როგორმე ამოეთრიათ, მაგრამ წინა ბორბლები თითქმი ნახევარზე მარტის ტალახში იყვნენ ჩაფლულნი.
- ამის დედაც... ახლა რა ვქნათ?- თეჰიონი თვალებს ვერ უჯერებდა.
ჯონგუკმა სასოწარკვეთოთ ჩამოისვა სახეზე ხელი, თავს სრულ იდიოტად გრძნობდა.
- ევაკუატორი გვჭირდება, ან ვინმე ვინც ამოგვქაჩავს.
- კარგი... მოდი სატრანსპორტო სამსახურში დავრეკოთ. ვინმემ იცით სად ვართ?- იკითხა ჯიმინმა.
- ნავიგატორმა იცის. მე დავრეკავ- ჯონგუკი მანქანას გაშორდა და რამდენიმე წუთი ტელეფონზე ლაპარაკობდა.
- მოსვლას მხოლოდ დილით შეძლებენ, ახლა მანქანები არ ყავთ.
- რა?
- როგორ თუ დილით? რატო?
- ქალაქიდან შორს ვართ. მოდით პანიკას ნუ ავყვებით, ჩემს მძღოლს დავურეკავ, შეიძლება უფრო ადრე მოვიდეს და წაგვიყვნოს.
- მოკლედ მე გავალ ცოტახნით- თქვა გაღიზიანებულმა ჯიმინმა.
- მოიცადე! სად მიდიხარ?- ჯონგუკს არ გაუკვირდებოდა, პაკს ფეხით რომ დაეპირა თავის დაღწევა. მის სტილში იქნებოდა.
- ტუალეტში მინდა.
- მარტო არსად არ ვივლით- უთხრა ჯონმა თეს და სეჯონს- არც შენ წახვალ მარტო.
YOU ARE READING
არ შემამჩნიო
Fanfictionჯიმინი კედელზე ჩამოცურდა. გული უკანკალებდა. მას ყოველთვის ისტერიკამდე ეშინოდა ფიზიკური ტკივილის და უნდოდა ჯონგუკს თავისივე ხელით გამოეფერთხა საკუთარივე თავი მისი გონებიდან. "სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია_ ტკივილი"_ გადაწყვიტა ჯიმინმა სანამ...