ჯიმინი კიბეზე ჩადიოდა, როდესაც ვიღაცამ დაუძახა.
შეტრიალდა.
- უკვე მიდიხარ?- კითხა ჯონგუკმა.
- კი, სახლში მელოდებიან- თმა აიჩეჩა და ჩათითლებული თვალები ამოიწმინდა.
უჩვეულოდ თავისუფალი, დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი ჩანდა.
- რატომ ასე ადრე?- ხმაურიანი მეგობრებისგან თავდაღწეულმა ჯონმა მაინც იპოვა პაკი, და ის ფაქტი, რომ ბიჭი შეუმჩნევლად აპირებდა გაქრობას რატომღაც არ მოწონდა.
- დედამ დამირეკა- საათს დახედა- უკვე თითქმის ორია, ასე რომ ადრე აღარაა.
ჯონგუკმა ხელები ნაცრისფერი ჯინსის ჯიბეებში ჩაიწყო და კიბეზე ჩასვლა დაიწყო..
- სიმართლე გითხრა გამიკვირდა საერთოდ რომ მოხვედი- ჯიმინის პირისპირ, ერთი კიბით ზემოთ გაჩერდა.
- მეც.
- ეგ როგორ?
- ნუ, დედაჩემთან შეთანხმება მაქვს გაფორმებული, მომთხოვა, რომ კლასელებთან ერთად მევლო გასართობად, გრძელი ისტორიაა.
- თქვენ ოჯახში პირიქითაა ყველაფერი. აქ უმეტესობა მშობლებს უმალავს სადაა.
- ცოტა სხვანაირი სიტუაცი გვაქ.
ჯონგუკი აკვირდებოდა, თუ როგორ მოძრაობდნენ თბილი განათების ქვეშ ტუჩები. ჯიმინს ისევ პირსინგი ეკეთა, რომელიც დალურჯების გამო ქონდა მოხსნილი. მბზინავ ბეჭედს ჯონგუკის ყურადღება მთლიანად ჰქონდა მიპყრობილი.
- რა?- პაკი მთელის სხეულით გრძნობდა მძიმე მზერას.
- ვითომ ვერ ხვდები?- ჯონგუკმა ავისმომასწავებლად გაიღიმა, კიდევ ერთი საფეხურით დაბლა ჩავიდა და ჯიმინს გაუთანასწორდა.
- ვერა...- ხმა გაუტყდა- ვერ ვხვდები.
- დაუმშვიდობებლად წასვლა ცუდი ტონია, არ იცოდი?- ჯონგუკის ბოხი ხმა, ჭექაქუხილის მოახლოებას გავდა, მისი ყოველი სიტყვა გარემოცვას მთლიანად იკავებდა და ჯიმინის ისედაც მოდუნებული გონება საბოლოოდ იძირებოდა- რატომ გადაწყვიტე, რომ შეუმჩნვლად გაქრობა კარგი აზრი იყო?
პაკი ზურგით კედელს გრძნობდა, კიდევ ეჩვენებოდა, რომ ჯონგუკის თვალებიდან ვერცხლისფერო სინათლე გადმოდიოდა და მის სახეს ანათებდა.
- ჯონგუკ...- უკან დასახევი გზა არ იყო, ჯიმინს ესმოდა როგორ ძგერდა მის მოპირდაპირე მხარეს მდგომი ადამიანის გული- რა გინდა?
ჯონგუკი არ ეხებოდა, თუ არ ჩავთვლის მზერას, რომელიც მის სახეზე დადიოდა.
- ერთი თეორიის შემოწმება- ჯიმინს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ჯონი ამ სიტყვებს თავის თავს ეუბნებოდა, ცდილობდა გრძნობებში გარკვეულიყო.
- რომლის?
ჯონგუკი მის ნიკაპს თითის წვერებით შეეხო, შემდეგ ნეკა თითით ნაზად აუყვა ყურისკე, საბოლოოდ კი კისერთან შეჩერდა.
- რამეს გრძნობ?- ჩაიჩურჩულა მან, რომ მათ შორის არსებული მიზიდულობის ძალა არ დაეფრთხო. რომ საკუთარი თავი არ დაეფრთხო.
ჯიმინი გრძნობდა, როგორ ამტვრევდა ნეკნების ბორკილებს გული, მაგრამ მაინც შეძლო პასუხის გაცემა.
- კი.
- და რას?
- შენს ხელს, ჩემს კისერზე.
ჯონმა მოთმინებით პაუზა დაიჭირა, იდიოტური პასუხის შემდეგ.
- მოგწონს როცა გეხები... აი, ასე?- ხელის ზედაპირი ლოყაზე ჩამოუსვა, ცერა თითით ოდნავ შეღებულ ტუჩებს შეეხო. როდესაც პირსინგამდე მივიდა, მკვეთრი ზეწოლისგან ბეჭედი ზემოთქვემოთ ათამაშდა. და ისევ იგივე ტრაექტორია- ნიკაპი, ლოყა, სახის კონტური. ჯონგუკმა ნერვიულად ტუჩებზე ენა გადაისვა.
ჯიმინმა თვალები გაახილა: გუგაში ტოქსიკური მწვანე ფერი გაერია, თითქოს მოიწამლა იმ კვამლით, რომელიც ჯონმა შეასუნთქა, ან შეიძლება შხამი ჯონგუკის მზერით მოხვდა ორგანიზმში. მას შეეძლო მოეწამლე, ან საბოლოოდ მოეკალი.
ის ჩუმად იყურებოდა თვალებში, რომლებსაც უკვე თვეზე მეტია ხატავდა.
- მიპასუხე. მოგწონს?- თითები კისერზე მოუთმენლობისგან თრთოდნენ. ჯონი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ბიჭს შეიძლებოდა ასეთი კანი ჰქონოდა.
YOU ARE READING
არ შემამჩნიო
Fanfictionჯიმინი კედელზე ჩამოცურდა. გული უკანკალებდა. მას ყოველთვის ისტერიკამდე ეშინოდა ფიზიკური ტკივილის და უნდოდა ჯონგუკს თავისივე ხელით გამოეფერთხა საკუთარივე თავი მისი გონებიდან. "სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია_ ტკივილი"_ გადაწყვიტა ჯიმინმა სანამ...