ახალი წლის შემდეგ ყველაფერი გაუარესდა.
თვითონ წვეულებამ მშვენივრად ჩაიარა, მაგრამ შემდეგ ჩხუბი გახშირდა. სკოლაში ცდილობდნენ არ ეკონტაქტათ, თავისუფალ დროსაც იშვიათად ატარებდნენ ერთად. მაგრამ დგებოდა მომენტი, როდესაც ვეღარ უძლებდნენ და ხან ჩერიონგი ურეკავდა და ხან ჯონგუკი მირბოდა მის საპოვნელად სადაც არ უნდა ყოფილიყო.
ასეთი არაჯანსაღი ურთიერთობა სადღაც ერთ თვემდე გაგრძელდა. მსგავსი ავაფმყოფური კავშირი ორივეს წამლავდა, მაგრამ არცერთს ყოფნიდა ნებისყოფა საბოლოო წერტილი დაესვა.
ჯონს იმაზე ფიქრიც კი, რომ ჩერიონგი ვინმე სხვასთან იყო, ცოცხლად ჭამდა, თავად ჩერიონგს კო ის აზრი, რომ ჯონგუკი საბოლოოდ ამოეშალა ცხოვრებიდან პანიკაში აგდებდა- ჯერჯერობით მის გარეშე დიდხანს ვერ ძლებდა და ლომკა 3-4 დღიანი ერთმანეთის დაიგნორების მერე ეწყებოდა. მაშინ ურეკავდა და ჯონიც მიდიოდა.მოკლე სიმშვიდის შემდეგ ისევ ომი იწყებოდა, რომლის მიზეზიც ნებისმიერი წვრილმანი ხდებოდა. ბოლო დროს ეს "მშვიდობიანი" პერიოდი სულ უფრო და უფრო იშვიათად დგებოდა, "განუყრელი წყვილი" ნორმალურად თითქმის აღარ ლაპარაკობდა, თუმცა კვირაში ერთხელ მაინც ხვდებოდნენ სექსისთვის, რომ შემდეგ ისევ უცხონი გამხდარიყვნენ.
ჩერიონგმა ჯიმინთან განაახლა ურთიერთობა. სიმართლე ითქვას პაკს დიდად არ ადარდებდა მისი ცოვრებიდა გოგონას გაქრობა. უბრალოდ მიიღო, პომპეზური პატიების ჩუქების გარეშე, კაფეში მის წინ დამჯდარი ჩერიონგისთვის გამარჯობის თქმით.
ჩერიონგი თავს თავისუფლად და ამავდროულად დამნაშავედ გრძნობდა. მეგობრებით არასდროს უვაჭრია, უბრალოდ ისე აღმოჩნდა, რომ ცოცხალი ადამიანი მის სასიყვარულო ისტორიაში გაეხვია და ყველაზე საწყენი კი ის იყო, რომ გაწეულმა მსხვერპლმა არანაირი სარგებელი მოუტანა, პირიქით: როდესაც ჯონგუკი მიხვდა, რომ მისით მანიპულირება შეეძლო ბევრად უფრო გათავხედდა, რაც მასთან კონტაქტის სურვილს აკარგვინებდა.
ჯიმინთან კი თავს მსუბუქად და მშვიდად გრძნობდა. ისევ ცხოვრებაზე დამაფიქრებელი საუბრები, მშვენიერი ნახატები, საჭირო დოზით მელანქოლია და
ყოველგვარ უხამსობას მოკლებული მსუბუქი იუმორი.
დასვენებაზე ისევ ერთად დადიოდნენ, სახლშიც ერთად ბრუნდებოდნენ, საყიდლებზეც კი დაყვებოდა.
![](https://img.wattpad.com/cover/270372283-288-k396576.jpg)
YOU ARE READING
არ შემამჩნიო
Fanfictionჯიმინი კედელზე ჩამოცურდა. გული უკანკალებდა. მას ყოველთვის ისტერიკამდე ეშინოდა ფიზიკური ტკივილის და უნდოდა ჯონგუკს თავისივე ხელით გამოეფერთხა საკუთარივე თავი მისი გონებიდან. "სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია_ ტკივილი"_ გადაწყვიტა ჯიმინმა სანამ...