თავი 17

392 41 30
                                    

- სალამი- ჯონი ზღურბლზე იდგა, როდესაც თეჰიონმა კარი გააღო- არასდროს არ მკითხავ? "რაც ნაკლები იცი მით უკეთესი" ფილოსოფიიდან გამომდინარე, თუ იმიტომ რომ ჩემს არჩევანს პატივს სცემ, ან იმიტომ რომ შენთვითონ იმდენად საშინელ საიდუმლოს მალავ, რომ ჩემი ორიენტაციის ცვლილება საბავშვო ბაღის პრობლემად გეჩვენება?
- და შენ ორიენტაცია შეიცვალე?
- არა... ალბათ.
- ყოყმანობ.
- იმიტომ რომ დავფიქრდი.
- ესეიგი დარწმუნებული მაინც არ ხარ?
- მკითხავ თუ არა?
- საჭიროა?
- მოდი ვილაპარაკოთ. ვგრძნობ, რომ ყველაფერი უნდა აგიხსნა.
- ეგ იმიტომ, რომ გარეთ სადარაჯოზე დამტოვე სანამ.. რას აკეთებდით იქ? ეჰ- თემ ხელი ჩაიქნი- შეგიძლია არ მიპასუხო, ისედაც ყველაფერი მშვენივრად ისმოდა.

ჯონგუკს რომ შეძლებოდა, გაწითლდებოდა, მაგრამ სასიხარულოს ასეთი ფუნქცია არ ქონდა, მაშინაც კი, როდესაც გულმუცელზე ცეცხლი ეკიდა, ნერვიულობა მხოლოდ ხელების გაოფლიანებაში გამოიხატებოდა. თმაზე გადაისვა ხელი.
- კიდევ ვინმეს შეეძლო გაეგო?
- ვის გულისხმობ, მწვრთნელს, დირექტორს, თუ ჯუნს?
- გეყო თე, სერიოზეულდ გეკითხები.
- მზად ვიყავი მომეკალი, სანამ იმ დედააფეთქებულ სადარაჯოზე ვიდექი. არა, რა თქმა უბდა მსიამოვნებს ასე რომ მენდობი, მაგრამ მაინც ჯობია წინასწარ გამაფრთხილო ხოლმე, რო უარი გითხრა- თეჰიონმა მეგობარი მისაღებში შეიყვანა და სავარძლისკენ მიუთითა დამჯდარიყო- და არა, მეტს არავის არაფერი გაუგონია, თუმცა სიმართლე ითქვას ერთი ორჯერ ნამდვილად მინდოდა ყველაფრის დაკიდება და წასვლა.
- უღრმესად მადლიერი გახლავართ, რომ ეს არ გააკეთე, მაგრამ იმის გათვალისწინებით თუ რამდენად "შოკირებული" ხარ, უკვე დიდი ხანია იცოდი ხო?- ჯონგუკმა სახეზე ხელები აიფარა, ცდილობდა დამშვიდებულიყო- კონდინციონერი ჩართე გთხოვ.
თემ პულტი აიღო:
- კარგა ხანია ვხვდებოდი. მაშინ სადარბაზოში ხო მაგასთან ერთად იყავი, დებილიც მიხვდებოდა. მერე ტყეში რომ ჩავრჩით... ეგ ხმა არაფერში აგერევა ადამიანს, ნუ თუ ორივეს ერთად ასთმის შეტევა არ დაგემართათ. ჯერ მინდოდა მეკითხა ხო წესრიგში იყავით, მაგრამ გონებამ იმარჯვა.
ახლა ჯონგუკს უკვე სახესთან ერთად კისერი და გულმკერდი აუხურდა. მეგობართან ამ თემაზე ლაპარაკი საშინლად უხერხული იყო. მაგრამ უნდა იცოდეს, როგორი დამოკიდებულება აქ ამის მიმართ თეჰიონს.
- ასე ძალიან ისმოდა?
- არა, იმას ვერ დაგიკარგავთ, რომ რაც შეგეძლოთ ჩუმად იყავით, მაგრამ იმ ღამეს ცუდად მეძინა...
- სეჯონი?- ჰკითხა გაფითრებულმა ჯინგუკმა, ამის დანახვაზე თემ ჩაიცინა.
- ღმერთი ჩემო, ასეთი შეშინებული სახე შენზე მეექვსე კლასიდან არ მინდახავს, გახსოვს ფიზკულტურის მასწავლებელმა რო გაიგო ნიშნების რვეულს წვავდი ეზოს უკან? ინგლისურში ერთი ქულის დაკლების გამო.
ჯონგუკს მშვენივრად ახსოვდა ეს ფიასკო, მაგრამ ახლა ეს მოგონებები საერთოდ არ ახალისებდა ისე, როგორც თეჰიონს, მის სახეზე ღიმილის ნასახიც კი არ იყო.
- რაღაც ზედმეტად აღელვებული მეჩვენები. ჩვეულ "ჯონს" არ გავხარ.
- იმიტომ რომ ვღელავ თე.
თეჰიონმა იცოდა, რომ იუმორის გრძნობის დაკარგვა- ცუდის ნიშანი იყო, ამიტომ თემას დაუბრუნდა.
- ხომ გითხარი, როგორც ვიცი ჩემს მეტმა არავინ არაფერი იცის. არანაირი ჭორი თქვენზე არ გამიგონია. სეჯონს კიდევ მთელი ღამე ეძინა და არც მე არაფერი მითქვამს.
ჯონგუკმა ამოისუნთქა, დაძაბულობა არსად გამქრალა, ეს არასასიამოვნო დიალოგი ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მიეყვანა:
- ესეიგი ფიქრობ, რომ სხვა ვერავინ ვერაფერს ხვდება?
- როგორ გითხრა? ასეთი რამ დაზუსტებით ვერ გეცოდინება. უბრალოდ ხანდახან ისე უყურებ ხოლმე, თუ ვინმე ჩემსავით დაკვირვებულმა შეგამჩნია, შეიძლება დაეჭვდეს...
- როგორ ვუყურებ?
- თითქოს მის გარდა შენს გარშემო არავინ არაა. გეტყობა ჯონ. იქ ტყეშიც თავზე დატრიალებდი... შენთავს არ გავდი. დიდად ჩერიონგზეც არასდროს გიდარდია, მასთან კი... ყველაფერი სერიოზულადაა ხო?
ჯონგუკმა უხერხული კითხვა დააიგნორა და იმის გარკვევა გააგრძელა, რისთვისაც აქ იყო მოსული:
- თუ ყველაფერი ასეთი ნათელი იყო, რატო არ დამლაპარაკებიხარ?
- ხო იცი, არ მიყვარს თავზე მოხვევა. თუ არაფერს ამბობ, ესეიგი ასეა საჭირო. თან ასეთი რამე როგორ უნდა მეკითხა? ახლა გეუბნები: დიდი ხანია უკვე თქვენზე ვიცი.
- მერე? რას ფიქრობ?
- იმაზე რო უკვე კაცებზეც გადახვედი?
- ხო.
- რას უნდა ვფიქრობდე?
- თუ ჩემთან მეგობრობა აღარ გინდა უბრალოდ მითხარი.
- იგივე რო მექნა ჩვენს მეგობრობას დაანგრევდი?
- არა.
- რა მიზეზით აღარ მემეგობრებოდი.
- არ ვიცი, არაფრის. თემას ნუ ცვლი, აქ შენ ხარ დაკითხვაზე.
- დაახვიე რა- თეჰიონმა სიცილი დაიწყო- შენი თემა ზედმეტად უხერხულია, შეცვლა მინდება.
- ხო?
- ხო. როგორ გგონია? ყოველთვის ყველაზე მაგარ ნაშებს ყრიდი: დიდები, პატარები, მაგრამ საუკეთესოები... გინდა ჩერიონგი აიღე... და ეხლა? ბიჭი... წარმოუდგენელია. ჯონი და "მხატვარი".
- და რა ჭირს რო?
- ამის დედაც, ის ხომ " მხატვარია", მშვენივრად იცი რასაც ვგულისხმობ. თვითონ არ აწვალებდი 24 საათი? უცნაურია, როგორც იტყვიან ამ სამყაროდან არაა.
- იქნება იმიტომაც ვაწვალებდი რო ჩემი ყურადღება მიიქცია? რთული სათქმელია.
- ყურადღება მიიქცია? რითი ვითომ?
- ვერ მიხვდები.
- შენ ცადე.
- არაა საჭირო. თუ იცი იცი. რატომ და როგორ მეთვითონაც არ ვიცი.
- გიყვარს?
- დაწყნარდი.
- სერიოზულად, გიყვარს?
- ის...- გონებაში მბზინავი თვალები, ნოტიო კანი და მაღალი შუბლი ამოუტივტივდა- უბრალოდ მასთან კარგად ვარ.
- ჩერიონგზე უკეთესად?
- ბევრად. არც კი ვიცოდე ასე თუ შეიძლებოდა.
- მაგრამ უცნაურია. ნერვებს გიშლიდა, გახსოვს?
- იმიტომ, რომ მისი არ მესმოდა, ახლა კი... სხვა მხრიდან გავიცანი- თვალწინ წინ გადახრილი ზურგი და დაძაბული მხრები დაუდგა, და ამის დედაც, ტუჩები, მისი სპემით მოსვრილი ტუჩები. პირი გამოუშრა- და მომწონს ის რომ ასეთი მარტო მე ვიცი. ასე ახლოს არავის მიუშვებს, მარტო მე...- თითქოს გამოფხიზლდა და დაამატა:- ამაზე არავის არაფერი არ უნდა უთხრა და რამე ჭორი თუ წავა უნდა გააჩუმო ხალხი, იმიტომ რომ...
- იმიტომ რომ შენი მეგობარი ვარ. მეტი რა ვარიანტი უნდა იყოს?
ჯონის სახეზე ნერვიულობა მადლიერებამ შეცვალა, ჯინსის ჯიბეში ჩაძვრა და ორი ფურცელი ამოიღო, შემდეგ მეგობარს გაუწოდა.
- გამომართვი, შენი საყვარელი ჯგუფი ჩამოდის.
თეჰიონს თვალები გაუბრწყინდა და ჯონი მიხვდა, რომ დუმილის საფასური სწორად გამოიცნო.
- ორი VIP ბილეთი? ეს რა მოსყიდვაა?
- არა, უბრალოდ არ მიყვარს ვალში ყოფნა, იმედია შენს დღევანდელ ტანჯვას დაფარავს.
- ჯონ... მადლობა.
- ახლა აღარ ნანობ რო სადარაჯოზე იდექი?
- მწვრთნელს ნახევარი საათი ველაპარაკებოდი რომელი ტექნიკა ჯობია ჩემთვის, იმის მიუხედავად, რომ მაგრა მკიდია, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის რომ ხანშიშესული ადამიანისთვის გულს არ დაერტყა როცა ორ თავის მოსწავლეს დუშში წაასწრებდა. უნდოდა შეემოწმებინა ხომ არავის არაფერი დარჩა. ასე რომ ჩემი ორატორული ნიჭი გამოვიყენე, სანამ შენ იქ შენ ჩიტუნას... მოკლედ თუ ამის საფასური ბილეთები იქნება, წინააღმდეგი არ ვარ.
- რო რამე, სექსი არ გვქონია. მაინც რო იცოდე.
- რას ქვია არ გქონიათ? მთელი ხმით დაკვნესავდა. რას უშვებოდი?
- გეყო თე. ეგ უკვე ჩვენი პირადულია.
- კარგი, ნუ ბრაზობ, უბრალოდ შეჩვეული ვარ, რომ ჩემთან ყველა შენს შეყვარებულს განიხილავ.
- მეთვითონ მიკვირს, ენა არ მიტრიალდება მასზე სალაპარაკოდ. ასე მგონია რამეს თუ გეტყვი ჩემ თავს გავქურდავ.

არ შემამჩნიოOnde histórias criam vida. Descubra agora