ჰვანგ მინა - ერთ დროს ჩვეულებრივი გოგო რომელსაც ცხოვრება თავზე დაექცა მამის სიკვდილის შემდეგ. დიახ, ეს მე გახლავართ.
ჩემი ისტორია? ძალიან მოკლეა, იმის შემდეგ რაც მამა გარდაიცვალა, ჩემი ძმა სრულიად შეიცვალა. ის აღარ გავდა იმ პატარა, უცოდველ ჰიუნჯინს რომელიც ჭიაჭველასაც კი არ დაადგამდა ფეხს. ეხლა ის ნამდვილი ტირანია. თუ მის სიტყვას შევეწინააღმდეგები მე, ან დედა, ჰიუნჯინი ფიზიკურ ძალადიბას მიმართავს.
მოხარული ვარ რომ სკოლაში სიარული და მეგობრებთან ერთად გართობა მაინც შემიძლია.რომ ვთქვა ბევრი მეგობარი მყავსთქო ნამდვილად მოვიტყუები, ერთადერთი მეგობარი რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა, ეს მინია
•••••••••••••••••
დილის ტკბილი ძილი ტელეფონის ზარმა დამირღვია, ნახევრად მძინარმა თბილი საწოლიდან ხელი ტელეფონის ასაღებად ამოვწიე, არ დამიხედავს ვინ იყო, ვუპასუხე და ტელეფონი ყურზე მივიდე
??- გამოსვლას აღარ აპირებ? ნახევარი საათია ვრეკავ!
ხმიდან გამომდინარე მარტივად მივხვდი რომ მინი იყო
მე- დაწყნარდი და დამელოდე, ჰიუნჯინისგან ნებართვას ავიღებ
თვალების ატრიალებით ვთქვი და ყურმილი დავკიდე.
საწოლიდან სწრაფად ავდექი, ასეთმა ქმედებამ რა თქმა უნდა თავბრუსხვევა გამოიწვია და ჩამოჯდომა მომიწია. მალევე ავწიე საჯდომი და ოთახიდან გავედი, დაბნეულს სულ დამავიწყდა ტანსაცმლის გამოცვლა, მაგრამ როდესაც ოთახში დასაბრუნებლად უკან შევტრიალდი, ჰიუნჯინს შევეჩეხე
ჰიუნჯინი- სადმე გეჩქარება?
ცალი წარბის აწევით მკითხა და ხელები გადააჯვარედინა
მე- არა უბრალოდ... უბრალოდ გარეთ გამოვედი, ტანსაცმლის გამოცვლა დამავიწყდა და ისევ უკან დაბრუნება გადავწყვიტე...
YOU ARE READING
სიძულვილიდან სიყვარულამდე { დასრულებული }
Fanfiction"-იძულებითი ქორწინება? ამაზე უარესს ვერც კი ვიფიქრებდი, არ შეგიძლია უბრალოდ ადგე და სრულიად უცნობზე დამაქორწინო მხოლოდ ფულისთვის..." "-შენი აზრი არ მიკითხავს ამასთან დაკავშირებით! სხვა გზა არ არის, მოგიწევს შეეგუო ამ ფაქტს!"