ჰიუნჯინი- კარგი... დღეს დილით იეჯისგან შეტყობინება მივიღე
ჰიუნჯინის ნათქვამმა იმდენად გამაოცა, ხმას ვერ ვიღებდი.
მე- იეჯისგან?.. რა გითხრა
ჰიუნჯინი- შეხვედრა მთხოვა - არ დააყოვნა და პასუხი მაშინვე გამცა - მითხრა შევხვედროდი რადგან შეიძლება დახმარება შეძლოს
მე- კი მაგრამ საიდან გაიგო-
ჰიუნჯინი- არ ვიცი, მაგრამ ფაქტი სახეზეა, ყველაფერი იცის
მე- შეხვედრა სად და როდის გთხოვა?
ჰიუნჯინმა ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა
ჰიუნჯინი- სამწუხაროდ ეგ ჯერ ცნობილი არ არის, ასევე ახსენა რომ დროს და მისამართს საღამოს გამოგზავნიდამე- თუ ეს სიმართლეა, მაშინ ფელიქსს და დანარჩენებს აუცილებლად უნდა ვუთხრათ ამის შესახებ. ეს ინფორმაცია აუცილებლად დაგვეხმარება
ჰიუნჯინს აღარაფერი უთქვამს, სამზარეულოში შევიდა და მაცივრის კარი გამოაღო, იქედან ცივი წყალი აიღო "შენც გინდა?" მკითხა და როცა პასუხად უარი მიიღო, მხოლოდ ერთ ჭიქაში დაასხა
ჰიუნჯინი- ჰო მართლა, შენ რისი თქმა ჰინდოდა
მე- იეჯის მოძებნას ვაპირებდი სოციალურ ქსელში, რადგან ვიფიქრეთ ის შეძლებდა ჩვენს დახმარებას, მაგრამ უკვე თავად გვიპოვა
ჰიუნჯინმა წყლის ბოთლი მაცივარში შეაბრუნა და დივანზე ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
ჰიუნჯინი- ახლა მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ საღამომდე მოვიცადოთ
მე- ფელიქსი ალბათ მალე დაბრუნდება..
ჰიუნჯინი- მართალია, ამის შესახებ ვეტყვით მაგრამ რაღაც მინდა გკითხო - მთელი ყურადღება მასზე გადავიტანე - შენსა და ფელიქსს შორის როგორი ურთიერთობაა? გიყვარს?
მისკენ მიმართული მზერა ახლა გამორთულ ტელევიზორზე გადავიტანე, არც ის ვიცოდი რა უნდა მეთქვა და არც ის საერთოდ უნდა მეთქვა თუ არა რამე
YOU ARE READING
სიძულვილიდან სიყვარულამდე { დასრულებული }
Fanfiction"-იძულებითი ქორწინება? ამაზე უარესს ვერც კი ვიფიქრებდი, არ შეგიძლია უბრალოდ ადგე და სრულიად უცნობზე დამაქორწინო მხოლოდ ფულისთვის..." "-შენი აზრი არ მიკითხავს ამასთან დაკავშირებით! სხვა გზა არ არის, მოგიწევს შეეგუო ამ ფაქტს!"