5 ( 1/2 )

773 63 156
                                    

ჰიუნჯინი- მოვედით, მანქანიდან გადმოდი, დღეს ყველაფერს გაიგებ

მე- რას გულისხმობ "ყველაფერს გაიგებ"-ში?

ჰიუნჯინი- გთხოვ, უბრალოდ გააკეთე ის რასაც გეუბნები

ჰიუნჯინის ასეთმა ხმამ გამაკვირვა, იმით თუ ვიმსჯელებთ რომ ასეთი ანერვიულებული ხმით აქამდე არაფერი უთქვამს, მაშინ ადვილად მისახვედრია რომ წინ მართლაც სერიოზული საუბარი მელოდა.
ამის შემდეგ არაფერი მითქვამს, როგორც მან თქვა, მანქანიდან გადმოვედი.
გარეთ ციოდა, ამას კი ისიც აუარესებდა რომ სათანადოდ არ მეცვა

ჰიუნჯინი- გამომართვი

მოსაცმელი იმწამს გაიხადა, როდესაც დაინახა როგორ ვცოდვილობდი გათბობას. მისი საქციელი მეუცნაურა, ჰიუნჯინი იმ დღეს ძალიან უცნაურად და ჩემთვის გაუგებრად იქცეოდა. უკვე იმაშიც მეპარებოდა ეჭვი რომ ჩემს წინ ნამდვილად ჰიუნჯინი იდგა.
მოსაცმელი მორიდებით გამოვართვი და მოშიშვლებულ მხრებზე მოვიფარე. ნელი და ფრთხილი ნაბიჯებით დავიხიე უკან, რადგან არ მინდოდა ჰიუნჯინთან ახლოს ვყოფილიყავი

მე- ჰიუნჯინ?

ჰიუნჯინი- რამის თქმა გინდა?

მე- არა, უბრალოდ მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ ნამდვილად ჰიუნჯინი ხარ, რადგან მე ასეთს არ გიცნობ

ჰიუნჯინი- არა, შენ სწორედ ასეთს მიცნობ და მიცნობდი

მე- ეს რას ნიშნავს

ჰიუნჯინი- ვიცი, გინდა ძველი ჰიუნჯინი დაიბრობო, ძმა რომელიც შენს პრობლემებს იბრალებდა, ძმა რომელიც ველოსიპედის ტარებას გასწავლიდა და მარტოდ მყოფს გეთამაშებოდა, ისიც ვიცი რომ ვერ მიტან და დროის უკ-

მე- ჰიუნჯინ... ჩემი დღიური წაიკითხე?!

ჰიუნჯინი- ჰო, ასე მოვიქეცი რისთვისაც ბოდიშს ვიხდი

მე- არა, ჰიუნჯინი ბოდიშს არ იხდის... ამიხსენი, რა ჯანდაბა ხდება??

სიძულვილიდან სიყვარულამდე { დასრულებული }Where stories live. Discover now