???- გართობა? ამის გაკეთება სახლიდან გაუსვლელადაც შეგეძლო
ნაცნობი ხმა კიდევ და კიდევ უფრო ახლოვდებოდა უკნიდან, სანამ ჩემს ზურგთან არ გაჩერდა და მხარზე ხელები დამაწყო. გავქვავდი, სუნთქვაც კი დავიწყებული მქონდა
მინი- არასწორად გაიგე, ჰიუნჯ-
ჰიუნჯინი- არასწორად გავიგე? არა, ეს მან გაიგო არასწორად
ბინძურად ჩაიღიმა, გრძელი, შავი თმა ერთ მხარეს გადამიწია და ჩემს ყურთან იმდენად ახლოს დაიხარა რომ მისი ცხელი სუნთქვა კანს მიწვავდა
ჰიუნჯინი- გართობა გინდა?
დაბალი, მშვიდი ხმით მითხრა. ქვემოდან ზემოთ, ზემოდან კი - ქვემოთ, ჩემს მხრებზე ხელებს ათამაშებდა, მანამ არ შეწყვიტა სანამ მინიმ სახეში მუშტი არ უთავაზა
ჰიუნჯინი ტკივილისგან ჩაიკეცა, ორივე ხელი ცხვირზე ეფარა საიდანაც წითელი სითხე წვეთავდა, ამ ყველაფერს კი მისი ყვირილი ამშვენებდა
მინი- ასე დიდხანს უნდა იჯდე?? წადი!
მინის ნათქვამზე დავფიქრი... - გავიქცე? ისევ? ჰიუნჯინისგან უკვე დიდი ხანია გავრბივარ, დრო არ მოვიდა რომ შევწყვიტო ასე მოქცევა? - დიახ, მე არსად წასვლა არ დამიგეგმავს. ჰიუნჯინის წინ დავდექი, ზემოდან დავყურებდი და ვხედავდი იმ ტკივილნარევ სახეს რომლის ნახვაც რახანია მსურდა
ჰიუნჯინი- ამ გამომეტყველებას აუცილებლად მოგაშორებ
ფეხზე წამებში ადგა, მისი თვალები არაერთხელ დამინახავს მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი სრულიად განსხვავდებოდა. მათში თითქოს ცეცხლი ენთო რომლიც ჩაქრობაც ადვილი სულაც არ არის, ვხედავდი იმ ზიზღით სავსე თვალებს, რომლებიც ადრე სიყვარულს ასხივებდა. რა მოხდა? რატომ შეიცვალა ის ასე ძალიან? მინდა გავიგო შეიძლება თუ არა იმ ჰიუნჯინის დაბრუნება, რომელსაც აქამდე ვიცნობდი
ჰიუნჯინი- მინდოდა ეს სიუპრიზი ყოფილიყო, მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლევ, იძულებით ქორწინებაზე რამე გსმენია? გაემზადე ძვირფასო დაიკო, მალე სხვა მამაკაცის სახლში იცხოვრებ
YOU ARE READING
სიძულვილიდან სიყვარულამდე { დასრულებული }
Fanfiction"-იძულებითი ქორწინება? ამაზე უარესს ვერც კი ვიფიქრებდი, არ შეგიძლია უბრალოდ ადგე და სრულიად უცნობზე დამაქორწინო მხოლოდ ფულისთვის..." "-შენი აზრი არ მიკითხავს ამასთან დაკავშირებით! სხვა გზა არ არის, მოგიწევს შეეგუო ამ ფაქტს!"