14

517 45 15
                                    

ფელიქსმა იეჯის ყველაფერი მოუყვა, ზოგი იჯდა და უსმენდა, ზოგი კი ფიქრებში იყო დაკარგული

მინა- მინჰო.. მინჰო! — როგორც იქნა მოახერხა და ფიქრებიდან გამოარკვია — აბა ვნახოთ — თვალი მის მზერას გააყოლა — ისევ არ დალაპარაკებიხარ?

მინჰო- როგორ ფიქრობ, მარტივია? იმ ღამის შემდეგ ისევ გაბრაზებულია

მინა- ჰო ფოტოები ვნახე... მათი წაშლა გთხოვა?

მინჰო- მთხოვა

მინა- წაშალე?

მინჰო- არა — თავი გაიქნია

მინა- არა. როცა რამეს გთხოვს, თხოვნა უნდა შეუსრულო, ასე იფიქრებს რომ შენთვის მნიშვნელოვანია

მინჰო- მართალი ხარ, მაგრამ მათი ასე უბრალოდ წაშლა არ შემიძლია.. ის ხომ ს- საყვარელია

მინამ მკრთალად გაიღიმა, მინჰოს მხარზე ხელი დაადო და მის გაგებას შეეცადა

მინა- რამდენი ხანია რაც გიყვარს?

მინჰო დუმდა, თითქოს მინას კითხვაზე დაფიქრდა

მინჰო- სინამდვილეში, დიდი ხანი არაა, მხოლოდ რამდენიმე თვე

მინა- ზოგისთვის რამდენიმე თვეც საუკუნედ იწელება

მინჰო- შენზე რას მეტყვი, შენსა და ფელიქსს შორის რა ხდება?

მინა- სიმართლე გითხრა, არამგონია მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა შევძლო. იმას ვგულისხმობ რომ მის მიმართ შერეული გრძნობები მაქვს. არ ვიცი რას ვგრძნობ, მომწონს ის თუ არა.. არ მინდა საკუთარ თავს მისი შეყვარება ვაიძულო, ასე შეიძლება გული ვატკინო

მინჰო- თუ ფიქრისთვის დრო გჭირდება, იმდენხანს იფიქრე რამდენხანსაც გინდა, ფელიქსი დაგიცდის — ბოლოს მხოლოდ ეს უთხრა და დანარჩენებთან უფრო ახლოს მივიდა

ფელიქსი- ვფიქრობ სათქმელი აღარაფერია, რამე კითხვა ხომ არ გაქვს?

იეჯი- არა, ყველაფერი გასაგებია

ჩანი- ძალიან კარგი, რადგან ყველაფერი უკვე მოგვარებულია ჩვენ წავალთ

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Aug 26, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

სიძულვილიდან სიყვარულამდე { დასრულებული }Where stories live. Discover now