11

536 49 51
                                    

მინა- როგორ ვაპირებთ რომ ვუთხრათ

მინჰო- გეგმა მაქვს, მაგრამ დახმარება დაგვჭირდება

მინა- გეგმა?

მინჰო- ჰო, რატომ გაგიკვირდა? - სათვალე ცხვირზე ჩამოიწია. ერთხანს ასე უყურა მის წინ მჯდომ სხეულს, მაგრამ როცა მიხვდა რომ მინა ხმის ამოღებას არ აპირებდა, განაგრძო - მამაჩემს მოვიტაცებთ!

მინა ეცადა, ძალიან ეცადა მაგრამ სიცილი ვეღარ შეიკავა, თავი ჩახარა და ხელები აიფარა, ისე რომ მინჰოს არ დაენახა, თუმცა რას გამოაპარებ ლი მინჰოს თვალებს

მინჰო- სასაცილო ვთქვი რამე??

მინა- მოდი და არ გაგეცინოს როცა ისმენ გეგმას ბატონის მოტაცებაზე

მინჰო- ბატონს სახელი აქვს

მინა- რა თქმა უნდა აქვს... შეიძლება?

მინჰო- ჯონ სუკი, ლი ჯონ სუკი

მინა- ეს სახელი ადრეც გამიგონია

მინჰო- რა თქმა უნდა გაგიგონია, ის ხომ მამაშენის ახლო მეგობარი იყო. რაც შეეხება გეგმას, მოდი ბიჭებს თავი მოვუყაროთ ერთად და ყველას გაცნობებთ

მინა თავის დაკვრით დაეთანხმა უფროსს, ხელის ჩამორთმევით კი სახლიდან გაისტუმრა და ფელიქსთან ყველაფრის მოსაყოლად გაიქცა.
გრძელ, თეთრს კიბეებს აუყვა, ზუსტად იცოდა სადაც შეძლებდა მის პოვნას. ოთახის კართან დადგა, კარზე ნაზად დააკაკუნა და იკითხა შეეძლო თუ არა შესვლა, გოგომ თანხმობის მიღების შემდეგ შეაღო ხის შავად შეღებილი კარი. თვალში მაშინვე კომპიუტერის მაგიდასთან მჯდომი ქერა მოხვდა, რომელიც ინტერესით უმზერდა მისთვის უცნობ წიგნს. მინა ერთხანს შედგა, უყურა იმ ახლად გაცნობილ ბიჭს რომელზეც დააქორწინეს, უჭირდა მისთვის თვალებში შეხედვა წინა ღამის შემდეგ.

მინამ ძალები მოიკრიბა, იგრძნო ხელებში მოზღვავებული ენერგია როგორ ნაწილდებოდა მთელ სხეულში, თავი მაღლა ასწია და ფელიქსს უთხრა

სიძულვილიდან სიყვარულამდე { დასრულებული }Where stories live. Discover now