****
დილით თავის ტკივილით ვიღვიძებ, საწოლზე ვჯდები და თვალების გახელას ვცდილობ, მაგრამ თავის ტკივილი იმდენად მაბრუებს რომ ამის გაკეთება არ შემიძლია
მე- ააჰ ძალიან მტკივაა
წუწუნით ვყვირი და საწოლიდან ვდგები, მაგრამ თავბრუ მეხვევა და ისევ ჩემს ადგილას ვბრუნდები. საბოლოოდ თვალს ვახელ და ვამჩნევ რომ ღარაც ისე ვერაა
მე- ეს რა...
აშკარა იყო რომ ჩემს ოთახში არ მეძინა. ამის გაანალიზების შემდეგ ლოგინს სწრაფად მოვშორდი, ჩემს ტანსაცმელს ხელი მოვკიდე და ოთახის კარი გავაღე მაგრამ ვიღაცას შევეჯახე
??- ჯისუნგ! აქ რას აკეთებ?!
სახის დანახვაც არ დამჭირვებია, ხმიდან გამომდინარე მივხვდი ვინც იქნებოდა
მე- მინჰო? ამას მე უნდა გეკითხებოდე! შენს სახლში რას ვაკეთებ!?
მინჰო- არ ვიცი, მეც ეგ მაინტერესებს
მე- არაფერი მახსოვს...
მინჰო- მაპატიე... მაგრამ ტანსაცმლის ჩაცმას არ აპირებ?
თვალის არიდებით მითხრა და უკან შეტრიალდა. იმდენად ამერია თავგზა რომ სულ დამავიწყდა ამის შესახებ
მე- არც კი გაბედო და უკან არ მოიხედო!
მინჰო- არ ვაპირებ, მოწესრიგდი და გამოდი, საუზმე მზადაა "ძვირფასო"
თავისსავე ხუმრობაზე სიცილით გაიგუდა და ოთახი დატოვა
მე- ხუმრობის ხასიათზე ხარ?!
მინჰო- აბა შენსავით მოშხამული ხომ არ ვიქნები ბებო
კარის მეორე მხრიდან მომაძახა და სამზარეულოსკენ წავიდა.
ტანსაცმელი ლოგინზე მოვისროლე, მეც მივედი ახლოს და ჩაცმა დავიწყე რა დროსაც ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. დავხედე იმის გასაგებად თუ ვინ იყო, ჩანბინი აღმოჩნდამე- ასე ადრე რამ შეგაწუხა?
ჩანბინი- შენ და მინჰო ასე ძალიან როდის დაახლოვდით? მისმინე და... შემთხვევით ერთად ხომ არ ხართ?
YOU ARE READING
სიძულვილიდან სიყვარულამდე { დასრულებული }
Fanfiction"-იძულებითი ქორწინება? ამაზე უარესს ვერც კი ვიფიქრებდი, არ შეგიძლია უბრალოდ ადგე და სრულიად უცნობზე დამაქორწინო მხოლოდ ფულისთვის..." "-შენი აზრი არ მიკითხავს ამასთან დაკავშირებით! სხვა გზა არ არის, მოგიწევს შეეგუო ამ ფაქტს!"