9 ( 1/2 )

520 45 123
                                    

ნიკი- საყვარლები ხართ, მართლა.... მაგრამ კართან ვიღაც დგას...

შეშინებული ხმით წამოიძახა უმცროსმა და ფანჯარას ნელა მოშორდა

ჰიუნჯინი- შესაძლოა ბატონი იყოს... ასეც ვიცოდი, ცუდი აზრი იყო შენი აქ მოსვლა მინა

მე- ბოდიში ამდენი არ მიფიქრია

თავი მორხვად ჩავხარე, ცრემლების მოწმენდის შემდეგ კი ჰიუნჯინისგან შორს გავიწიე

ჰიუნჯინი- გავალ, და ვნახავ... თქვენ კი აქ იყავით და არ გაინძრეთ

მის სიტყვას ყველა უხმოდ დაემორჩილა. ჰიუნჯინი კარს მიუახლოვდა, ნელა გააღო ის და გარეთ სწრაფად გავიდა. დიდხნიანი სიჩუმის შემდეგ დახურული კარის მეორე მხრიდან ნაცნობი ხმა გაისმა

ჯეი- ჩანს რომ გაბრაზებულია, იქნებ მართლა ბატონია?

ნიკი- ნუ გეშინია ჰიონ, მე დაგიცავ

საკუთარ მხრებზე ხელები ორჯერ დაირტყა და ჯეის წინ გადაეღობა

ჯეი- შენ მაქსიმუმ გადამფარო და დამმალო

დაცინვით პასუხობს ნიკის და მარტივი ხელის მოძრაობით გვერძე წევს. ამის შემდეგ ხმა არავის ამოუღია, სანამ კარი არ გაიღო და იქედან ორი მაღალი სხეული არ შემოვიდა. ერთი ჰიუნჯინი იყო... მეორე კი მინჰო... დიახ არ მოგესმათ, ლი მინჰო რომელმაც წინა დღით სრულ გაურკვევლობაში დამტოვა

მინჰო- სასიამოვნოა შენი კლავ ნახვა, მინა!

ჩემი სახელი გამოკვეთილად, უფრო ხმამაღლა წარმოთქვა. ამის გაგონებაზე შევრკრთი, არ ვიცოდი სად გამეხედა ან საერთოდ სად
წავსულიყავი, მაგრამ დაძაბულობა მომეხსნა როცა ჰისუნგი ჩემს წინ დადგა...

აქამდე არ მითქვამს არა??
გახსოვთ რომ ვახსენე ცალმხრივად მყვარებია მეთქი? სწორად ხვდებით... ჩემი ოდესღაც ცალმხრივი სიყვარული ჰისუნგია

ჰისუნგი- არ ვიცი ვინ ხარ ან რა გინდა მინასგან მაგრამ მასთან ხმას ასე ნუ უწევ მანამ, სანამ უფლებას არ მოგცემ

სიძულვილიდან სიყვარულამდე { დასრულებული }Where stories live. Discover now