8

600 58 140
                                    

???- დიდი ხანია არ შევხვედრივართ, მომენატრე

მისკენ გავიხედე, თავიდან ვერ ვიცანი რადგან შავი პირბადე ეკეთა და ქუდი თმას უფარავდა, ჩემზე ბევრად მაღალი იყო, გამხდარ სხეულს ფართო მაისური და შარვალი უმშვენებდა

მე- უკაცრავად... ერთმანეთს ვიცნობთ?

ამის გაგონებისთანავე ქუდი მოიხადა და პირბადე მოიხსნა. მისი სახე გამოჩნდა, ის მონატრებული სახე რომლის დანახვაზეც სადაცაა ოცნებას დავიწყებდი

მე- ღმერთო ჩემო... ნიკი?!

ვიცანი, ნამდვილად ვიცანი და მანაც მიცნო. გრძელი ხელები ზურგზე მომხვია, ჰაერში ამიტაცა და ძირს მანამ არ დამსვა სანამ აივნიდან ხანში შესული ქალბატონი არ გამოვიდა და ყვირილი დაიწყო

- ხედს ნუ მიბინძურებთ გაფუჭებულებო! რანაირი თაობა მოდის!!

ნიკიმ უხერხულად დამსვა ძირს და მირჩია იქაურობას მაშინვე გავცილებოდით

ნიკი- კარგად არ გამოიყურები... როგორ ხარ? ჰიუნჯინი? მან ხომ არაფერი დაგიშავა? ისევ ისეთია? ისევ ყველაფერზე ყვირის თუ უკვე დაიღალა? და დედაშენი? ეხლა როგორაა? უკეთ? ბოლოს რომ ვნახე კინაღამ გულის შეტევა დაემართა, მითხარი რომ უკეთაა. ღმერთო ჩემო წარმოდგენა არ გაქვს შენზე რამდენს ვნერვიულობდი და შენ? არ მოგენატრე? მეგობრების დავიწყება ასე უნდა? ერთხელ მაინც დაგერეკა...

იმდენი ილაპარაკა ალბათ ის ენერგია მთელი კვირა ეყოფოდა. ნიკი და ამდენი ლაპარაკი? პირდაპირ გაოგნებული ვიყავი.

მე- დაასრულე შეკითხვების დასმა? დავიწყო ყველაზე სათითაოდ პასუხის გაცემა?

ნიკი- აბა სულელი კი არ ვარ ისე გკითხო, რა თქმა უნდა ყველაფერს პასუხს გასცემ, მათ შორის იმასაც თუ ასე რატომ გამოიყურები, თმა საშინელ მდგომარეობაში გაქვს, იცი მაინც?

მე- ნიკი!? ამდენს როდის აქეთ ლაპარაკობ??

ნიკი- მაპატიე უბრალოდ ძალიან მომენატრეე

სიძულვილიდან სიყვარულამდე { დასრულებული }Where stories live. Discover now