10

499 43 69
                                    

იმ ღამეს ალბათ მშვიდად უნდა ჩაევლო... მაგრამ ღამით, ვგრძნობდი რომ ჩემს ოთახში ვიღაც იყო...

მეშინოდა, საბნის ქვეშ ვიმალებოდი. ყურთან ახლოს ვიღაცის გახშირებული სუნთქვა მესმოდა, რაც თავზარს მცემდა. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, როგორ მოვქცეულიყავი, წელს ქვემოთ პარალიზებული ვიყავი... ცივი ოფლი მასხამდა იმის გაფიქრებაზეც კი რომ ბატონი ოთახში იყო... მაგრამ ამ დროს მეღვიძება.... ეს მხოლოდ კოშმარი აღმოჩნდა, მაგრამ ჩემი შეშინება ნამდვილად მოახერხა

სხვა გზა არ მქონდა, ვერ ვიწვებოდი და ვერ დაველოდებოდი საბოლოოდ როდის მშთანთქავდა შიში... ჩემს ტელეფონს ხელი მოვკიდე და ოთახი დავტოვე

მე- ფელიქს... გძინავს?...

ფელიქსის ოთახის კართან დავდექი, არ მინდოდა გამეღვიძებინა მაგრამ არც ის მინდოდა რომ მარტო ვყოფილიყავი... ამიტომ პასუხი რომ ვერ მივიღე უფრო ხმამაღლა დავუძახე

მე- ფელიქს~

ფელიქსს მაშინვე გაეღვიძა, ახალგაღვიძებული ხმით თავიდან ისე წამოიყვირა რომ თავი საშინელებათა ფილმში ან კოშმარში გეგონებოდა, თუმცა ჩემს დანახვაზე პირი დახურა, სახე გაასწორა და ლოგინიდან სინათლის სისწრაფით წამოდგა

ფელიქსი- გისმენ, რამე მოხდა? ხომ კარგად ხარ?....

ეს ის იყო, ის მზრუნველი ხმა რომელიც ამდენი ხნის შემდეგ ისევ გავიგე... მამაც ასე ზრუნავდა ჩემზე, მამაც ასე თბილად საუბრობდა ჩემთან მიმართებაში...

ფელიქსი- მინა, ყველაფერი რიგზეა?

აი ისევ, ოთახში ფელიქსის უიშვიათესი, ბოხი ხმა გაისმა, მხოლოდ მისი ხმის გაგონებისას გამოვფხიზლდი, ფიქრებს საშუალება მივეცი დავეტოვებინე და ყურადღება ფელიქსზე გადავიტანე რომელის საღამურებში გადაცმული იდგა და თვალებს ისრესდა

მე- ფელიქს... შეიძლება დღეს შენს ოთახში დავიძინო? გპირდები არ შეგაწუხებ, აი აქ, დივანზე დავწვები და ხმას არ ამოვიღებ

სიძულვილიდან სიყვარულამდე { დასრულებული }Where stories live. Discover now