- თეჰიონ რაღაც უნდა გითხრა და ვფიქრობ, რასაც ახლა გეტყვი შეიძლება ჩვენი მეგობრობა სრულიად შეცვალოს, ან აღარ მოგინდეს ჩემთან ურთიერთობა და მე ამას გაგიგებ - ჯიმინს ხელები უოფლიანდებოდა და ნერვიულობისგან ხელები უკანკალებდა და თან აწვალებდა მათ. თავი დაბლა ჰქონდა დახრილი და თვალებს აცეცებდა, მეგობარს მზერას არიდებდა. შიგადაშიგ ტუჩებსაც იკვნეტდა.
- ჯიმინ, ნუ მაშინებ, მოხდა რამე?
- იცი... მე-მე - მას ამის თქმა აქამდეც უნდოდა, მაგრამ მისი დაკარგვა აშინებდა.
- ჯიმინ, თქვი უკვე! ჩვენ ხომ მეგობრები ვართ და რაც უნდა იყოს ეს არ შეიცვლება.
- იცი, მე ბისექსუალი ვარ... - ყელი ჩაიწმინდა, ღრმად ჩაისუნთქა და თეჰიონს მზერა გაუსწორა - სანამ რამეს იტყვი, გეტყვი, რომ როგორც მეგობარს ისე გიყურებ და არ...
- სულ ეს არის? - თეჰიონს ანერვიულებული სახე დაუწყნარდა და ჯიმინს გაუღიმა - გული კინაღამ გამისკდა. სულელო, მართლა იფიქრე, რომ მაგის გამო შენთან მეგობრობას შევწყვეტდი? პაკ იდიოტი ხარ! - ახლოს მიიწია და თავის საყვარელ მეგობარს ჩაეხუტა.
- ანუ ისევ მეგობრები ვართ?
- რა თქმა უნდა
- მიყვ... მიხარია, რომ გამიგე და ხელი არ მკარი.- მეგობრები ხომ მაგისთვის არიან და მეც მიყვარხარ - ხელი გადახვია და თბილი ღიმილი აჩუქა ჯიმინს.
***
ორივე დივანზე იყვნენ მოკალათებულნი და ლუდის და ჩიფსების თანხლებით დოკუმენტურ ფილმს უყურებდნენ საცეცებიან ადამიანებზე.
- თეჰიონ, შენი აზრით საცეცები საზიზღრობა არაა? წარმოიდგინე, როგორი საშინელებაა შენ ზურგში გრძელი და სრიალა რაღაც რომ ცხოვრობს. - რა იცოდა ამ თითქოს უბრალო სიტყვებით მის საუკეთესო მეგობარს გულს თუ სტკენდა.
თეჰიონმა მუშტი შეკრა და თავის დამშიდებას შეუდგა. ცდილობდა საცეცი, რომელიც გამოსვლას ლამობდა მისი სხეულიდან, შეეკავებია. - საცეცები მეზიზღება, წარმოდგენაც არ მინდა როგორი შეგრძებაა მისი შეხება.
YOU ARE READING
First Star VMIN
RomanceFriends to lovers ჯიმინს მისი საუკეთესო მეგობარი უყვარდება თეჰიონი კი საიდმულოს მალავს ჯიმინისგან - ჯიმინ ყველაფერს აგიხსნი - საჭირო არაა. ყველაფერი გასაგებია. - ზიზღით სავსე მზერას არ შორდებოდა, თეჰიონის მისამართით იყო. - იმედია მაპატიებს. მისი რა...