8

130 12 9
                                    

მეორე დილას თეჰიონმა თავის ტკივილით გაეღვიძა. თვალები არ ჰქონდა გახელილი რომ გულის რევის შეგრძნებამ შეაწუხა და სასწრაფოდ აბაზანაშ გაიქცა. უკან დაბრუნებულს კი წინ გადაშლილ ხედს გაკვირვებული უყურებდა. მის საწოლზე ჯონგუკი იწვა. ნამდვილად გააოცა ჯონგუკის მის საწოლზე ყოფნამ. გუშინდელიდან ბევრი არაფერი ასხოვს. მისი გუშინდელი მოგონებებიდან ახსოვს ის, რომ მან დალევა გადაწყვიტა, როგორც ჩანს ბევრი მოუვიდა. გამოფხიზლება სჭირდებოდა გუშინდელის მერე, ამიტომ სამზარეულოში გავიდა ყავის გასაკეთებლად. ჯონგუკი კი მძინარე დატოვა იქ სადაც იყო.

სანამ ყავა დუღდებოდა, მანამდე თეჰიონმა ტელფონის გადათვალეირება გადაწყვიტა. არ იყო დარწმუნებული იმაში რის გაკეთება შეეძლო სიმთვრალეში, თან იმდენად მთვარლი იყო არაფერი ახსოვდა. ჯერ სოციალური ქსელები გადაამოწმა და ბოლო დროის მინაწერები ნახა, საბედნიოროდ არაფერი ჩაუდენია ადგულზე მოეშვა. შემდეგ პირად მესიჯებში გადავიდა იქაც არაფერი. გაუხარდა, იფიქრა გადავრჩი და არაფერი ჩამიდენიაო, მაგრამ სიხარული წამიერად გაქრა, როგორც გაჩნდა, მაშინ, როდესაც დანარეკებში შევიდა და "დრამა ქვინი" - ის დანარეკები ნახა. ორჯერ იყო ზარი განხორციელებული და მის და საუბედუროდ, ორივე მისგან და არცერთი ჯიმინსგან. ეწყინა, გულის სიღრმეში ეწყინა. საბოლოოდ გაიაზრა, რომ უარყვეს. რომ მიატოვეს, გაიაზრა ის რომ საუკეთესო მეგობარი დაკარგა, არა, ის მეგობარზე მეტია. მისი სულმეითი, მისი უკანასკნელი სიყვარული, რადგნა თეჰიონს ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება იმაზე ძლიერი კავშირი ჰქონედს ვინმესთან, ვიდრე ჯიმინია. მის გარეშე უბრალოდ ვერ წარმოუდგენია სიცოცხლე.

ფიქრებიდან ჩაიდნის ხმამ გამოიყვანა, რომელიც ატყობინებდა, რომ წყალი ადუღად. სევდისგან ჩამოსული ცრემლი მოიწმინდა და ყავის გასაკეთებლად ადგა. იფიქრა ჯონგუკსაც ესიამოვნებოდა ყავა, ამიტომ ორი ფინჯანი აიღო და ყავა გააკეთა. შემდეგ ფოდნოსზე ფრთხიალდ დაალაგა და საძინებელში წაიღო, თან რამდენიმე ორცხობილა და სასუსნავი გააყოლა. დღეს არსად აპირებდა წასვლას. თავი ტკიოდა და პროგამასაც არ ჩამორჩებოდა თუ ერთ დღეს გააცდენდა.

First  Star VMINWhere stories live. Discover now