2

144 15 15
                                    

ჯიმინი და თეჰიონის დამეგობრებიდან დაახლოებით ორ თვე ნახევარი გავიდა. ისინი ერთმანეთის სახლში მიდიოდნენ და ცხელ ჩაისთან ერთად, პლედებში გაეხვეოდნენ და კომპიუტერში ფილმებს უყურებდნენ, მერე თავიანთ აზრს გამოთქვამდნენ სწორად მოიქცა თუ არა პერსონაჟი. უყვარდათ ერთმანეთის კომპანიონობა.

- თეჰიონ შენი აზრით მომავალში რა იქნება?

- რას გულისხმობ?

- ჩვენ თავს ვგულისხმობ, როგორი წარმოგიდგენია ჩვენი მომავალი?

- ისევ ვიმეგობრებთ, შენ ხომ ჩემი სულმეითი ხარ, მე კი შენი

- ეგ ახლა მოიგონე? - თბილად გაეღიმა ჯიმინს და თეს მხარზე თავი ჩამოდო.

- და რა? შენ ასე არ ფიქრობ? - სულ არაფერს ჯობს, ხომ ასეა? ჯიმინის გულში სევდამ გაჰკრა და თავის გაქნევით მოიშორა ნეგატიური ფიწრები. ეს უკეთესია, ვიდრე უბრალოდ მეგობრობა.

- რა - ცოტახანს გაჩუმდა, არ იცოდა უნდოდა თუ არა ამ წინადადების დასრულება, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა - რა თქმა უნდა მასეა, თე - გაიღიმა და როგორც ყოველთვის თვალები მოეჭუტა. ეს ღიმილი თეჰიონს ყველაზე მეტად უყვარს.

***
იმ ატრაქციონზე მომხდარი ინციდენტიდან 5 დღე იყო გასული. ჯიმინი რაღაცეებს ხვდებოდა, უცნაური ფიქრები აწვებოდა იმაზე თუ როგორი ლამაზია თეჰიონი და როგორი თბილი ხელები აქვს მას. იცოდა რაშიც იყო საქმე, უბრალოდ იმის აღიარება არ შეეძლო საკუთარ თავთან, რომ მისი საუკეთესო მეგობრის მიმართ გრძნობები გაუჩნდა.

აი მაშინ როდესაც სველ, ბინძურ სიზმარში ნახა თეჰიონი და ოფლიანმა ბონერით გაიღვიძა, მიხვდა რომ საქმე ცუდად ჰქონდა.

ამიტომ თავის არიდება და მარტო ყოფნა გადაწყვიტა. ჯიმინი ტელეფონის ზარებსა და მესიჯებს აიგნორებდა. არც დაუხედავს ვინ იყო, თუმცა იცოდა რომ ის იყო ვისთან არიდებას ასე გამალებით ცდილობდა.

First  Star VMINWhere stories live. Discover now