5

119 15 3
                                    

თეჰიონი აბაზანაში იყო. ეს მისი საცეცებისთვის უსაფრთხო ადგილია, რადგან ჯიმინი ყოველთვის აკაკუნებს და დაუკითხავად არ შედის. მის სახლშიც იშვიათად აჩენს მის საცეცებს, რადგან თითქმის მთელი დღე ჯიმინთან ერთადაა.

ახლა კი, როცა იცის, რომ ჯიმინი სასადილოშია ჩასული, ოთახში მარტოა შხაპის მიღება გადაწყვიტა. ტანსაცმელი გაიხადა, მხოლოდ ბოქსერების ამარა იყო. საცეცებს უფლება მისცა გარეთ გამოსულიყვნენ.

ჯაკუზი აავსო, უკანასკნელი მატერეაც მოიცილა სხეულიდან და ჯაკუზში ჩავიდა. წყალი მოშვებული ჰქონდა.

ცხელი წყალი საცეცბსაც ესიამოვნა. სითბო, რომელსაც მთელს სხეულზე გრძნოდა აიძულა სიამოვნების მორევში გადაშვებულიყო და თვალები მიელულა. მხოლოდ ონკანიდან მოშვებული წყლის ხმა ისმოდა. თეჰიონს თავი შავი ტყავის ბალიშზე ედო, რომელიც ჯაკუზს ზემოდან ჰქონდა დამაგრებული. მისთვის ჯაკუზი განტვირთვა იყო. უყვარდა წყალი, განსაკუთრებით საცეცებს, რომ ეხებოდა წყალი მასზე გიჟდებოდა. მას 8 საცეცი ჰქონდა. ჯაკუზის გარშემო ადგილი მთლიანად საცეცებს ეკავათ. ზოგი ჯაკუზში იყო ზოგი გარედან და ასე ნებივრoბდა და მის რვა "მეგობარსაც" ანებივრებდა.

წყლის ხმაურში ვერ გაიგო კარის გაღების ხმა.

- თე, მოვედი! იცი ის ეკლერები ჰქონდათ და ამიტომ უფრო მეტხანს შევყოვნდი. ისეთი გემრიელი იყო, ასეთი გემრიელი ჩვენს ნამცხვრების მაღაზიაშიც არ არის. - პასუხი რომ ვერ გაიგო ეუცნაურა, რადგან ბიჭი პასუხს ყოველთვის სცემდა - თე აქ ხარ? - შეძახა მან. ჯიმინს წყლის ხმა შემოესმა და მიხვდა, რომ მისი მეგობარი ბანაობდა, ამიტომ მისი შეწუხება არ უნდოდა.

დივანზე მოკალათდა. ხელით პულტს ეძებდა, თუმცა ვერ მიაგნო. არადა ამ დროს მისი საყვარელი სრიალი "ვამპირის დღიურები" გადიოდა და სერიის გამოტოვება არ უნდოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სერიალი უკვე სამჯერ დახურა და ახლა თავიდან უყურებდა. გადაწყვიტა კარგად მოეძებნა, თუმცა უშედეგოდ.

First  Star VMINWhere stories live. Discover now