6

126 16 6
                                    

პირველ 3 დღეს თეჰიონი ოთახიდან თითქმის არ გამოდიოდა. ეძინა, ტიროდა, ისევ ეძინ და ღამის 2 საათზე გამოდიოდა საჭმელად. 1 კვირაში უნივერსიტეტის არდადეგები უსრულდებოდა. ამ ერთი კვირის განმავლობაში უკეთესობისკენ არ შეცლილა თეჰიონის მდგომარეობა. საკუთარ თავს აბრალებდა უყურადღებოდ, რომ იყო და ჯიმინთან გამოაშკარავდა. ცხადია მას არ ჰქონია გეგმაში ჯიმინს ასე და ამგვარად გაეიგო.

ერთი კვირა სახლიდან თითქმის არ გადიოდა. სამაგიეროდ მისი მეგობარი ჯონგუკი აკითხავდა, საჭმელი აჰქონდა, მერე ნამტირალევს აწყნარებდა და ამხნევებდა, ეუბნებოდა, რომ ყველაფერი გაივლის. ზოგჯერ ღამითაც რჩებოდა, რადგან თეჰიონს კოშმარები აწუხებდა. ესიზმრებოდა ის დღე ოღონდ უფრო გამძაფრებულად. შეშინებული წამოხტებოდა და მძინარე გუკს მკერდზე ადებდა თავს და ტკბილად იძინებდა.

ჯონგუკი და თეჰიონი 7 კლასიდან მეგობრობენ. ერთმანეთი მათემატიკის გაკვეთილზე გაიცნეს, გვერდი-გვერდ ისხდნენ. 

ჯონგუკმა მეგობარს ლას ვეგსიდან ჩამოსვლიდან მეოთხე დღეს დაურეკა, მისი ხმა არ მოეწონა და სახლში ააკითხა თან მისი საყვარელი მაკდონალდის საჭმელები აუტანა: ნაგეთსები, კარტოფილი ფრი და კოლა. ცოტა შოკოლადებიც წამოაყოლა სტერსის მოსახსნელად.

- თე, ყველაფერი კარგად იქნება, აგე ნახავ. დრო სჭირდება გასააზრებლად. ხო მისი ხასიათი, გადაუვლის დაწყნარდება და მოგაკითხავს.

გუკმა მისი საიდუმლო ლას ვეგასში წასვლამდე 2 თვით ადრე გაიგო. მან ჩვეულებრივად მიიღო ეს ამბავი, რადგან ბევრისგან განსხვავებით მას არც ეშინოდა და არც ზიზღს იწვევდა საცეცები. თეჰიონმა შვებით ამოისუნთქა, როდესაც გუკის მზერაში არც სიძულვილი და არც შიში არ ამოუკითხავს.

- გუკ, არაფერი იქნება კარგად. მისი სახე უნდა გენახა. ვძულვარ - ქვითინებდა და მესამე შოკოლადის პლიტკას ხსნიდა

First  Star VMINWhere stories live. Discover now