ლას ვეგასიდან ჩამოსვლისას ჯიმინს გაუჭირდა. ვერ ეგუებოდა იმას, რომ მეგობარი გვერდით არ ჰყავდა, ვერ ეგუებოდა იმას, რომ უნივერსიტეტში მარტო უნდა ევლო. უბრალოდ მის გარეშე ჭამაც ვერ წარმოედგინა, არათუ სადმე გასვლა. ვეღარ გაიცინებდნენ ერთად, ვეღარ დაწერდნენ დავალებებს ერთად, აღარ იკამათებდნენ იმის გამო რა ფილმისთვის ეყურებინათ, ვერც მათ საყვარელ კაფეში წავიდოდნენ ერთად ჭიქა ყავის და მარწვის ნამცხვრის შესაჭმელად.
რამდნენიმე დღე ან შეილება კვირაც, გაბრაზებული იყო მასზე და ყველაფერს აკეთებდა ოღონდ მასზე არ ეფიქრა. არადა ასე არ წარმოედგინა. ვერც კი იფიქრებდა ასე თუ დასრულდებოდა ყველაფერი, მაგრამ დასრულდა, კი...?
უხალისოდ აკეთებდა ყველაფერს, თავადაც ცუდად იყო და თეჰიონსაც ტანჯავდა. მეგობარი ენატრებოდა, მაგრამ მერე ახსენდებოდა, რომ ატყუებდა და ვერ წყვეტდა რა გაეკეთებია. ეპატიებია თუ მეგობარი დაეკარგა. ამაზე პასუხი ჯერ ბოლომდე არ ჰქონდა, რადგან ფიქრობდა არ ეპატიებია. ჯერ არა... არ შეეძლო ამის ასე ადვილად დავიწყება.
ჯიმინი საკუტარ თავს იტანჯავდა და თეჰიონსაც ტანჯავდა. ამას ხვდებოდა, მაგრამ არაფერს აკეთებდა, არ შეეძლო. რატომ? ალბათ იმიტორომ მას მნიშვნელოვან რამეს უმალავდა და მომხდარის გააზრება ჯერ კიდევ უჭირდა.
უნივერსიტეტი დაწყებამდე 6 დღით ადრე კარზე ჯონგუკი დაადგა. კარი გაღებული არ ჰქონდა სახეში მუშტი მოხვდა. ჯიმინი კი გონზე არ იყო რა ჯანდაბა მოხდა.
- რას აკეთებ, გააფრინე?
- მე არა შენ გაფრინე! თეჰიონს ასე როგორ მოექეცი? წარმოდგენა მაინც თუ გაქვს რა ჩაიდინე?
- ეს შენ არ გეხება! - რაც შეილება წყნარად უთხრა, მაგრამ მისი ხმა მკაცრად ჟღერდა
- მაშინ როდესაც ჩემი მეგობარი დეპრესიაშია და წესიერად არ ჭამს, მეხება! წახვალ დაელაპარაკები! ახსნის საშუალება უნდ მისცე.
YOU ARE READING
First Star VMIN
RomanceFriends to lovers ჯიმინს მისი საუკეთესო მეგობარი უყვარდება თეჰიონი კი საიდმულოს მალავს ჯიმინისგან - ჯიმინ ყველაფერს აგიხსნი - საჭირო არაა. ყველაფერი გასაგებია. - ზიზღით სავსე მზერას არ შორდებოდა, თეჰიონის მისამართით იყო. - იმედია მაპატიებს. მისი რა...