კლუბი
ჯიმინი კლუბში შედის. ცოტა ხალხია. აქეთ- იქეთ იყურება და კლუბს ათვალიერებს. უამრავი ფერადი განათება. შავი გასაჭიმი ჭერი და ამავე ფერში არის კედლებიც. კედლის მხარე სულ მაგიდა - სკამებითაა ავსებული. შუაში, კი დიდი საცეკვაო დარბაზია. ბარმენთან მიდის და ტეკილას უკვეთავს. თვითონ კი იქვე სკამზე ჯდება და შეკვეთას ელოდება.
- ინებეთ
- მადლობა - სკამზე უკეთესად თავსდება და სასმელს სვამს.
მანამ სანამ, ფართი დაიწყებოდა სამი ჭიქა ტეკილასა და 2 ჭიქა ვისკის დალევა მოასწრო.
მუსიკის ხმა, როგორც კი გაიგო სკამიდან ადგა და საცეკვაო მოედანზე დადგა. ნელნელა მუსიკაში დაიკარგა, თვალებდახუჭული ცეკვავდა, თავის სამყაროში და არაფერზე ფიქრობდა. მხოლოდ ის და მუსიკა.
უკნიდან შეხება იგრძნო. თავიდან იფიქრა, რომ მორიგი მოცეკვავე შემთხვევით მიეჯახა, მაგრამ დიდი მტევნები ნელნელა მის სხეულზე, თეძოებიდან წელამდე და წელიდან მუცლამდე აცოცდნენ. უკნიდან გრძობდა სხეულის სიმხურვალეს. არ მიუხედავს უკან უცნობის ვინაობის გასაგებად. უბრალოდ განაგრძნო მოძრაობა და მეორე სხეულიც აიყოლა. უცნობმა უფრო ახლოს მიიკრა და სხეულებს შორის მანძილი აღარ დარჩა. ჯიმინმა იგრძნო ცხელი სუნთქვა როგორ ეცემოდა მის ლავიწებს და წვავდა მას. ამან აღაგზნო და იმ წამსვე ფიქრები თეჰიონისკენ გაექცა.
უცებ ცნობისმოყვარეობამ გაიღვიძა მასში და ნელა, თვალებდახუჭული მიტრიალდა მისკენ. თვალები გაახილა და შავ თვალებს წააწყდა. ისინი ისეთი ლამაზები იყვნენ, ჯიმინს წამით თვალი გაუშტერდა მასზე.
უცნობმა გაიღიმა და ჯიმინი ახლოს მიიკრა. თავი მისი ყურის სიმაღლეზე დაწია. ნიკაპი კი მხარზე ჩამოადო და ჩასჩურჩულა
- შენი ქამრები აღმაგზნებს, არ გინდა ოთახში ავიდეთ? აქ მეორე სართულზე იმდენია...
YOU ARE READING
First Star VMIN
RomanceFriends to lovers ჯიმინს მისი საუკეთესო მეგობარი უყვარდება თეჰიონი კი საიდმულოს მალავს ჯიმინისგან - ჯიმინ ყველაფერს აგიხსნი - საჭირო არაა. ყველაფერი გასაგებია. - ზიზღით სავსე მზერას არ შორდებოდა, თეჰიონის მისამართით იყო. - იმედია მაპატიებს. მისი რა...