3

151 16 14
                                    

რამდენიმე დღის შემდეგ

- თე, მალე არდადეგები იწყება. სად აპირებ წასვლას?

- სიმართლე გითხრა არ ვიცი, მაგრამ მინდა რომელიმე ლამაზი ქვეყანა მოვინახულო. მაგალითად შვეიცარია, საფრანგეთი...

- ლას ვეგასზე რას იტყვი? კლუბები, ალკოჰოლი და საკაიფო მოსაწევი, მაგრად გავერთობით.

- მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურას ასე ეტრფი მაინც უაზრო გართობისკენ მიგიწევს გული, როცა დაბერდები ნარკოტიკ დამოკებული გიჟი იქნები, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა.

- რა პოეტურად დრამატულია. - თქვა დრამატულობით და ორივეს გაეცინათ ქერას რეპლიკაზე - კაი რა თე, აჭარბებ. სანამ შემიძლია გავერთობი, თან ჩემი რა მიდის? არაუშავს ათასში ერთხელ თუ მოვწევ, ვიცეკვებ და გათიშვამდე დავლევ. ეს ჩემი ცხოვრების სტილია და მე ის მიყვარს. შენ უფრო ხელოვანი ხარ, შენ ჩემზე მეტად ეტრფი ლიტერატურას, ვანგოგის ნამუშევრებს კი საათობით უყურებ, მიუხედავად იმისა რომ უკვე ბევრჯერ გაქვს შესწავლილი. საინტერესოა რას ეძებ. - თეჰიონმა გაუღიმა და თვალები გაუსწორა - სწორედ ესაა ჩვენ შორის განსხვავება, შენ სხვანაირად აღიქვამ სამყაროს მე სულ სხვანაირად. ზოგჯერ მიკვირს ერთმანეთთან ასეთი ძლიერი და განსაკუთრებული კავშირი, რომ გვაქვს და... - არ აცალა ჯიმინმა სიტყვის დასრულება.

- განსაკუთრებული? - ინეტერესით შეხედა ჯიმინმა. - მაინც რაში გამოიხატება ეს განსაკუთრებულობა?
- მაგალითად იმაში, რომ ერთმანეთის მიმართ ძლიერი ნდობა გვაქვს. ის, რომ ზოგჯერ ერთმანეთის აზრებს ვკითხულობთ და ყველაზე სასიამოვნო გრძნობა ის არის რომ ასე მგონია თითქოს საუკუნეებია გიცნობ, არდა სულ რაღაც ცოტა ხნის წინ გავიცანით ერთმანეთი. - თეჰიონი ჩაფიქრებული ამობობდა სიტყვებს, რომელიც ჯიმინის გონებაში სასუამოვნოდ ჟღერდა. ჯიმინი ცოტახანს დუმდა. წამით ისიც გაიფიქრა, შეიძლება მასაც ჰქონდა გრძნობები, მაგრამ მისი ფიქრები აბსურდად მიიჩნია და თავი გააქნია ფიქრების გასაფანტად.

First  Star VMINWhere stories live. Discover now