თავი 1

347 19 18
                                    


 

„ღმერთი ძალიან მაღლაა, ეშმაკი ყოველთვის ახლოს"


-უცნობი

- უფალო მაღალო, მომიტევე ცოდვები ჩემი, შემინდე ბილწობა ჩემი, სისხლი ჩემი განწმინდე და მიწყალობე მე, ქალი ცოდვი...- ბასრმა, გრძელ ტარიანმა დანამ, კიდევ ერთი სისხლიანი იარა დამიტოვა ბარძაყის შიდა მხარეს, რამაც მაიძულა წამიერად შემეწყვიტა ლოცვა და თვალები დამეხუჭა. ჩემი სხეული მიჩვეულია ამ რიტუალს, განწმენდის რიტუალს, რომელიც ყოველ თვიურად სულ უფრო მეტ და მეტ ახალ იარებს მიტოვებს სხეულზე. დიდი ხანია აღარ ვტირივარ, ვყვირივარ, დამავიწყდა რა გრძნობაა ტკივილი, როგორია ცრემლების გემო ან რა ხმას გამოვცემ ყვირილს დროს. - ქ-ქალი ცოდვილი, ამინ!

- ამინ!- ერთბაშად წამოიძახა ყველამ.

ამ პატარა, სარდაფისხელა ოთახში მე დედა, მამა და უფროსი ძმა ვიყავით და კიდევ ასობით ყველანაირი ზომის, ფერის და ფორმის ხატები, რომლებიც ყველა კედელს იკავებდნენ გარდა ერთისა, რომელზეც დანები, ბრიტვები და სხვადასხვა ბასრი იარაღი იყო. ყველა იარაღს ჩემი სხეული არაჩვეულებრივად იცნობდა.

- კარგი ძვირფასო. ქვედაბოლო გაისწორე და საუზმეზე გელოდებით- შემომითვალა დედამ და ყველაზე ბოლომ დატოვა "ცოდვების" ოთახი.

როგორც დამავალეს გრძელი კაბა ჩამოვიწიე და როდესაც ნაჭერზე, ფეხებშუა სისველე ვიგრძენი არასასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. ჯანდაბა, სისხლის გამოყვანა ღია ვარდისფერი კაბისგან რთული იქნება.

ბარბაცით წამოვდექი ფეხებზე და სისუსტე ვიგრძენი. მამამ აშკარად გადააჭარბა, ათი ზოლი ერთი დღისთვის ზედმეტი აღმოჩნდა ჩემი სუსტი სხეულისთვის. ტკივილთან შეჩვევის მიუხედავად, მთელი სული და გული მეწვოდა, როდესაც ამ ოთახს ვუახლოვდები ყოველთვე მენსტრუაციის დაწყებისას. მთელი ჩემი არსება კიოდა და დახმარებას ითხოვდა, ყოველ ჯერზე, როცა დედა დანებს ამზადებდა ხოლო მამა და ძმა შედარებით თავისუფალ ადგილებს ეძებდნენ ჩემს დასერილ მუცელზე და ბარძაყებზე. მაგრამ დახმარება არსაიდან არ ჩანდა და საბოლოოდ შევეგუე. ეს არის ჩვენი, ქალების სასჯელი, რადგან როგორც დედა ამბობს - ჩვენ, ქალები ვიბადებით და ვკვდებით ცოდვილები. ერთადერთი რაც ჩვენს ცოდვილ სულებს ამსუბუქებს, ეს არის, ახალი სიცოცხლის დაბადება ჩვენს სხეულებში. კარგად დაიმახსოვრე ეს ჯივონ და მიიღე შესაბამისი სასჯელი შენი ცოდვებისთვის!

ცოდვილი ანგელოზი 🔞Where stories live. Discover now