„ყველა ჩვენგანში- ლუციფერი ზის!"- რიჩარდ რამირესი (ასე მიმართა სასამართლოს ლათინოამერიკული წარმომავლობის მქონე ამერიკელმა სერიულმა მკვლელმა. მას მისჯილი ჰქონდა სიკვდილით დასჯა, თუმცა განაჩენის აღსრულებამდე, გარდაიცვალა.)
POV: ჯონგუკი
- 20 წუთში გავდივართ, დაუჩქარეთ!- ისმოდა ყველა მხრიდან ჯინის ბრძანებლური და სერიოზული ტონი, რომელიც მათი კლანის წევრებს აიძულებდა, იარაღი და სხვა ტექნიკა უფრო მალე ჩაეტვირთათ მანქანაში.
- ყველაფერი მზადაა?- მივუახლოვდი წარბშეკრულ ჯინს და თვალი მოვავლე აფორიაქებულ და აქეთ-იქეთ მორბენალ კაცებს.
- კი, ჯონგუკ სულ მალე დავიძვრებით.-მიპასუხა ჯინმა და მანქანის კაპოტზე ჩამოჯდა და მის გვერდით მიმიპატიჟა- იუნგი ადგილზეა, წესით უკვე უნდა მოეცილებინა რიტუალის ჩამტარებლები და გასაღებიც უნდა ქონდეს კარიბჭის.
-გასაგებია- მშრალად ვუპასუხე მე- სხვა გასასვლელები ეკლესიას არ აქვს ხომ?- დაზუსტების მიზნით ვკითხე მას და სიგარეტს მოვუკიდე.
- არა, თეჰიონმა შენობის გეგმა შეისწავლა. ამიტომ გასასვლელი არსაიდან ექნებათ!ამ სიტყვების გაგონებაზე ჩამეღიმა. როგორც ყოველთვის ჩვენმა გუნდმა საქმე იდეალურად შეასრულა, ყოველგვარი გართულების და მოულოდნელობების გარეშე.
- მშვენიერი- ვთქვი მე და კაპოტიდან წამოვდექი, ბოლოჯერ შევისრუტე მომწამლავი ნიკოტინი და ყველას ვანიშნე მანქანებში ჩასხდომა- ოპერაცია იწყება, ჩასხედით და დაიმახსოვრეთ, არც ერთი სექტანტი იმ ეკლესიიდან ცოცხალი არ უნდა გამოვიდეს, დაცხრილეთ ყველა ვინც კი სიცოცხლის ნიშანს იძლევა.- ვთქვი და საჭესთან დავჯექი და ეკლესიისკენ დავიძარით, ჩემს უკან კიდევ 4 შავი ბრაბუსი მომყვებოდა.
სულ რამოდენიმე წუთში ეკლესიას ალყა შემოვარტყით და შესასვლელთან იუნგი შევამჩნიეთ, რომელსაც თან კიდევ ორი რაზმი ახლდა და გველოდებოდა. ხელში მას შავი გრძელი მოსასხამები ეჭირა. როგორც ჩანს ამ მანტიებით აპირებდნენ შესვლას სექტანტების ლიდერები, რომლებიც დიდი ალბათობით ახლა ჩემი ხალხის დახმარებით საკუთარ საფლავებს ითხრიან.
YOU ARE READING
ცოდვილი ანგელოზი 🔞
Fanfictionიქ სადაც ანგელოზია, აუცილებლად მოიძებნება ერთი ეშმაკი, რიმელიც მის ცხოვრებას წყვდიადს მოჰფენს. ან იქნებ ყველაფერი ასე არ არის?!.... [ მკაცრად 18+ ] 🛑 WARNING 🛑 ! ფიკში არ არის დაცული ლექსიკური ცენზურა ! ! ფიკში დეტალურად არის ასახული ძალადობის, აკ...