არ არსებობს ისეთი ტკივილი, ტანჯვა, ფიზიკური თუ გონებრივი, რომელიც არ შესუსტდება დროთა განმავლობაში და არ განიკურნება სიკვდილით.
გასაოცარია, რამდენად დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე, სხვა და სხვა სურნელები. ზოგიერთი სურნელი არასასიამოვნოდ გვხვდება გონებაში და ყველანაირი გზით ვცდილობთ მათ მოცილებას, ზოგი ერთი კი პირიქით დამოკიდებულაბას გვიჩენს. წარმოუდგენელს ხდის ცხოვრებას ამ სურნელის გარეშე.
იების მინდორზე ფეხშიშველი ვდგევარ და მთელი არსებით ვცილობ ღრმად სუნთქვას, რადგან არასდროს ამომივარდეს გონებიდან მათი არაჩვეულებრივი, წარმოუდგენლად ტკბილი არომატი, რომელიც თავბრუს მახვევს და სახიდან ღიმილის მოშორების უფლებას არ მაძლევს.
არ მახსოვს ბოლოს, როდის ვიღომოდი ასე, ნამდვილი და უდარდელი ღიმილით, რომელიც გამოწვეულია ულამაზესი ტრიალა მინდვრით და უღრუბლო ცით.
ეს ადგილი სამოთხეს გავს, სადაც თითქოს დრო არ არსებობს, არ არსებობს დარდები, წუხილი, ტკივილი... აქ თითქოს მხოლოდ მე და იებით მოფენილი უსასრულო მდელოა.ამ მდელოზე ვსეირნობ, იებს ვკრებ და მათგან ლამაზ გვირგვინს ვწნი, თან რაღაცა სასიამოვნო, მაგრამ ჩემთვის უნობ მელოდიას ვღიღინებ. ლამაზი გრძელი თეთრი კაბა მაცვია, რომელიც საინტერესო კონტრასტს ქმნის ჩემს შავ, გრძელ, გაშლილ თმებთან.
ყვავილებზე დავწექი და ცისფერ, ნათელ ცას ავხედე, რომელზეც თეთრი, ფუმფულა ღრუბლები დასრიალებდნენ.
საოცარი სიმსუბუქის და ჰაეროვნების გრძნობა გამოჩდა. აქ დარჩენა სამუდამოდ მომინდა. რაღაც მომენტში თავში აზრმა გამიელვა.
- იქნებ მოვკვდი და ესაა ჩემი სამოთხე?- დავუსვი საკუთარ თავს კითხვა და მომინდა დადებითად მეპასუხა მასზე.
YOU ARE READING
ცოდვილი ანგელოზი 🔞
Fanfictionიქ სადაც ანგელოზია, აუცილებლად მოიძებნება ერთი ეშმაკი, რიმელიც მის ცხოვრებას წყვდიადს მოჰფენს. ან იქნებ ყველაფერი ასე არ არის?!.... [ მკაცრად 18+ ] 🛑 WARNING 🛑 ! ფიკში არ არის დაცული ლექსიკური ცენზურა ! ! ფიკში დეტალურად არის ასახული ძალადობის, აკ...