თავი 7

125 19 14
                                    


„იქნებ ჩვენი დედამიწა- სხვა პლანეტის ჯოჯოხეთია?"

- ოლდოს ჰაქსლი


სასტუმროს პატარა ოთახში, თავს სასტიკად არაკომფორტულად ვგრძნობდი, თუმცა სექტანტების სამალავზე, აქედან საუკეთესო ხედი იშლებოდა.

- უკვე ორი დღეა აქ ვზივართ და არაფერი მომხდარა და რისი იმედი გაქვს?- იკითხვა ჩემს გვერდით მჯდომმა სოკჯინმა, თან რამიონს შეექცეოდა.

ამასობაში, მე ამ სამი დღის განმავლობაში ფანჯარას არ მოვშორებივარ იმის იმედით, რომ გადასაზიდ ნივთებს ფანატიკოსები, დათქმულ დროზე ადრე გაიტანდნენ და შესაბამისად სისხლიან დაპირისპირებას თავიდან ავიცილებდით.

შეიძლება სასტიკი და დაუნდობელი ვარ, ვერ ვიტან როცა ჩემს და ჩემთვის საყვარელი ადამიანების წინააღმდეგ იმართებიან და ფანატიკოსების მსგავსი ინდივიდები ჩვენს ბიზნესში ყოფენ ცხვირს და უაზროდ ფართხალებენ, მაგრამ მეც მაქვს საკუთარი პრინციპები და ვერ ვიტან უდანაშაულო ადამინების სისხლს საკუთარ ხელებზე. თუმცა ცხოვრება ისეთი რამაა, რომ ზოგჯერ საკუთარი პრინციპების უგულვებელყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

- მოსცილდი მაგ ფანჯარას და გამოიძინე. ხვალე ყველას ფხიზელი და საღად მოაზროვნე გვჭირდები- თქვა ჯინმა და იმის მიუხედავად, რომ მე ასე არ ვფიქრობდი, საბოლოოდ უფროს დავუჯერე. ალბათ მართლაც მჭირდება კარგად გამოძინება, რადგან მეორე დღეა 2 საათზე მეტი არ მძინებია.

- დანარჩენები ემზადებიან?- ვიკითხე და საწოლს მივუახლოვდი.

- კი, საღამომდე იუნგი ჩამოვა და დამატებით ტექნიკას და იარაღს ჩამოიტანს, თუ სიტუაცია ჩვენს საწინააღმდეგოდ განვითარდება.

მე მხოლოდ თავი დავუკარი, საწოლზე კომფორტულად მოვკალათდი და ფიქრების მორევში გადავეშვი.

ცოდვილი ანგელოზი 🔞Wo Geschichten leben. Entdecke jetzt