თავი 4

141 15 14
                                    



არც ერთი კითხვა არ არის იმდენად რთული, რამდენადაც ის, რომელზეც პასუხი აშკარაა.



- როგორ ფიქრობ ცოცხალია?- იკითხა ახალგაზრდა ბიჭმა, რომელსაც პირში სიგარეტი ედო და მანქანის გახსნილი ფანჯრიდან ტყის პირას მწოლიარე სხეულს უყურებდა.

ბინდი დიდი ხანია ჩამოწოლილიყო პატარა ქალაქ ნაჯუსში, რის გამოც ტრასიდან, გადაჭრით ვერ იტყოდი ცოცხალი იყო მიწაზე სისხლში მწოლიარე ადამიანი თუ არა.

- ჯინ დაქოქე მანქანა, ამის დრო არ გვაქვს- სერიოზული გამომეტყველებით წარმოთქვა გვერძე მჯდარმა ჯონგუკმა, რომელსაც აშკარად ხასიათი უფუჭდებოდა, რადგან გაჩერების დრო ახალგაზრდებს არ ჰქონდათ- ამ გადაკარგულში მოსასვლელად სამი საათი დაგვჭირდა და იმის გარკვევის არც სურვილი და არც საკმარი ნერვები მაქვს, ცოცხალია თუ არა ტყისპირას დაგდებული ადამიანი.

ჯონგუკმა მხოლოდ გაკვრით გახედა სხეულს, რომელსაც მუცლის არეში სისხლის ლაქა ეტყობოდა. სახეს გრძელი შავი თმები უმალავდა, ხოლო სხეულს დაფარული ტანსაცმელი.

- კი მაგრამ იქნებ ცოცხალია და დახმარება სჭირდება- არ ეშვებოდა ჯინი და შეწუხებული, გამალებით ისრუტავდა მომწამლელ ნიკოტინს.

უეცრად ჯონგუკმა მანქანის კარი გააღო, გადმოვიდა და სხეულისკენ დაიძრა, რითაც ჯინი გააკვირვა.

- რას აპირებ?- იკითხა, მაგრამ მანქანიდან არ გადმოსულა.

- რას და დაგარწმუნებ, რომ მკვდარია- თქვა და შარვლის უკანა ნაწილიდან იარაღი ამოიღო და კალიბრის მაყუჩის დამაგრება დაიწყო, რათა სროლის ხმა არავის გაეგო.

ყოველგვარი ემოციის გარეშე ჯონგუკი აგრძელებდა სვლას და სულ მალე გოგონას სხეულს მიუახლოვდა. ერთადერთი რაც მას ახლა სჭირდებოდა იყო შხაპი, თბილი ლოგინი რამოდენიმე საათიანი ძილი და სასურველია კარგი სექსი, თუმცა ეჭვობდა, რომ ბოლო პუნქტისთვის დრო ექნებოდა. ამიტომ, ამისთვის ის ყველანაირ დაბრკოლებას მარტივად მოიცილებდა. ამ შემთხვევაში მისი დაბრკოლება ჯინის ზედმეტი მღელვარება იყო ყველაფერზე. სამწუხაროდ ჯინს ვერ მოიცილებდა, აი მისი მღელვარების მიზეზს კი მარტივად.

ცოდვილი ანგელოზი 🔞Unde poveștirile trăiesc. Descoperă acum